"ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში" მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ

საქართველოში ფაშიზმე გამარჯვების დღე აღინიშნება. 1945 წლის 8 მაისს, გერმანიამ კაპიტულაცია გამოაცხადა და მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.

წლების განმავლობაში ტრადიციულად ფაშიზმე გამარჯვების დღეს ვეტერანები, პოლიტიკოსები და საზოგადოების წარმომადგენლები ვაკის პარკში იკრიბებოდნენ, თუმცა წელს სარეაბილიტაციო სამუშაობის გამო ფაშიზმე გამარჯვების დღის აღსანიშნავი ღონისძიებები ვაკის პარკის ნაცვლად „ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკში" გაიმართება.

9 მაისს, 10:00 საათზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, "ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში", მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებს.

11:00 საათზე კი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა და პარლამენტის წევრები, „ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკში", მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალს გვირგვინით შეამკობენ.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები 1000 ლარის, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრები 500 ლარის ოდენობის ერთჯერად სოციალურ დახმარებას მიიღებენ. განკარგულებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა