ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად  მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, "ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში", მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ყველას ვალია, დავაფასოთ გმირი ვეტერანები, გავიხსენოთ მათი გმირული საქმეები და პატივი მივაგოთ მათ, ვინც თავი გასწირეს ამ დიდ ომში.

"დღეს არის ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავი. პირველ რიგში, მინდა ჩვენს გმირ ვეტერანებს მივულოცო ეს დიდებული დღე, ეს არის უდიდესი გამარჯვების დღე, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ჩვენმა გმირმა ქართველებმა, ვეტერანებმა. მინდა, მათ წინაშე კიდევ ერთხელ დიდი პატივისცემა დავადასტურო, ასევე ქედი მოვიხარო მათ წინაშე, ვინც თავი გასწირეს ამ დიდი გამარჯვების მისაღწევად. მოგეხსენებათ, ქართველებმა ძალიან დიდი წვლილი შევიტანეთ ამ დიდი გამარჯვების მოპოვებაში და ფაშიზმზე გამარჯვებაში. ჩვენი ყველას ვალია, რომ ყოველთვის დავაფასოთ ჩვენი გმირი ვეტერანები, გავიხსენოთ მათი გმირული საქმეები და პატივი მივაგოთ მათ, ვინც თავი გასწირეს ამ დიდ ომში", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, 9 მაისს, საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნება. 1945 წლის 8 მაისს, გერმანიამ კაპიტულაცია გამოაცხადა და მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.

წლების განმავლობაში ტრადიციულად ფაშიზმე გამარჯვების დღეს ვეტერანები, პოლიტიკოსები და საზოგადოების წარმომადგენლები ვაკის პარკში იკრიბებოდნენ, თუმცა წელს სარეაბილიტაციო სამუშაობის გამო ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავი ღონისძიებები ვაკის პარკის ნაცვლად „ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკში" იმართება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა