ევროპის გუნდი საქართველოს ევროპის დღეს ქართულ ენაზე ულოცავს

საქართველოსთან, როგორც პარტნიორთან ერთად, ევროკავშირი უფრო ძლიერია. საქართველო უფრო ძლიერია ევროკავშირთან ერთად! , - ამის შესახებ ევროპის გუნდის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც ევროპის დღესთან დაკავშირებით გავრცელდა.

ევროპის გუნდი საქართველოს ევროპის დღეს ქართულ ენაზე ულოცავს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მზად არიან მხარი დაუჭირონ საქართველოს ყველა სფეროს აღდგენასა და განვითარებაში.

„გამარჯობა, საქართველო! დღეს ჩვენ ევროპის დღეს აღვნიშნავთ.

ევროპის დღე თანამშრომლობას ნიშნავს. ევროკავშირის ფარგლებში თანამშრომლობამ მოგვცა შესაძლებლობა, შეგვექმნა სტაბილური, წარმატებული ერთობა, რომელიც მსოფლიო ლიდერია ისეთ წამყვან სფეროებში, როგორიცაა ვაჭრობა, გარემოს დაცვა თუ ციფრული ტექნოლოგიები.

დღეს, საქართველოში, ჩვენს მჭიდრო თანამშრომლობასაც ვზეიმობთ. საქართველო და ევროკავშირი მჭიდრო პარტნიორები არიან. ჩვენ საქართველოს მთავარი მხარდამჭერები ვართ პანდემიასთან ბრძოლაში. ჩვენ საქართველოს გადავეცით სამედიცინო აღჭურვილობა და ცოდნა, დავეხმარეთ ვაქცინების მიღებაში და ვეხმარებით ვაქცინაციის პროცესში, გავუწიეთ ფინანსური დახმარება სოციალური მხარდაჭერის და ეკონომიკის აღდგენისათვის.

მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ საქართველოს ყველა სფეროს აღდგენასა და განვითარებაში. თანამშრომლობას მოაქვს სიძლიერე. ჩვენ, „ევროპის გუნდის“ წევრები, ერთად უფრო ძლიერები ვართ და ჩვენი შრომის შედეგიც უკეთესია. საქართველოსთან, როგორც პარტნიორთან ერთად, ევროკავშირი უფრო ძლიერია. საქართველო უფრო ძლიერია ევროკავშირთან ერთად!

ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს!“, - ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

ვიდეომიმართვის ავტორები არიან:

ავსტრიის რესპუბლიკის ელჩი თომას მიულმანი,

ბულგარეთის რესპუბლიკის ელჩი, დესისლავა ივანოვა -კოზლევა,

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი, ჰუბერტ ქნირში,

ესპანეთის სამეფოს საქმეთა დროებითი რწმუნებული, ხორხე ნიკოლას ლუსინი სერანო დე არო,

საბერძნეთის რესპუბლიკის ელჩი დიმიტრიოს კარაბალისი,

იტალიის რესპუბლიკის ელჩი, ენრიკო ვალვო,

ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი პეტრ მიკისკა,

საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩი დიეგო კოლასი,

უნგრეთის ელჩი ვიქტორია ჰორვატი,

ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩი ანდრიუს კალინდრა,

ბელგიის სამეფოს ელჩი ბერტ შოფსი,

ნიდერლანდების სამეფოს ელჩი მააიკე ვან კოლდამი,

რუმინეთის ელჩი რაზვან როტუნდუ,

სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩი პაველ ვიზდალი,

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი მარეკ შჩიგელი,

შვედეთის სამეფოს ელჩი ულრიკ თიდესტრომი,

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონალური დირექტორი კავკასიაში კატარინა ბიორლინ ჰანსენი,

ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონალური წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სამხრეთ კავკასიაში მაჩიე ჩურა,

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო