ირაკლი ღარიბაშვილი - ყველას ვალია, ყოველთვის დავაფასოთ ჩვენი გმირი ვეტერანები, მოვიხსენიოთ მათი გმირული საქმეები და პატივი მივაგოთ მათ, ვინც თავი გაწირეს

დღეს არის ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავი. მე მინდა მივულოცო, პირველ რიგში, ჩვენს გმირ ვეტერანებს ეს დიდებული დღე, - ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, "ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში" განაცხადა, სადაც მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ეს არის უდიდესი გამარჯვების დღე, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ჩვენმა გმირმა ქართველებმა, ვეტერანებმა.

„მე მინდა, მათ წინაშე, კიდევ ერთხელ, დიდი პატივისცემა დავადასტურო და ქედი მოვიხარო ასევე მათ მიმართ, ვინც თავი გასწირეს ამ დიდი გამარჯვების მისაღწევად. მოგეხსენებათ, რომ საქართველომ და ქართველებმა ძალიან დიდი წვლილი შევიტანეთ ამ დიდი გამარჯვების მოპოვებაში და ზოგადად, ფაშიზმის დამარცხების ამ ისტორიულ, საუკუნის გამარჯვებაში. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი, ყველას ვალია, კიდევ ერთხელ, ყოველთვის დავაფასოთ ჩვენი გმირი ვეტერანები, მოვიხსენიოთ მათი გმირული საქმეები და პატივი მივაგოთ მათ, ვინც თავი გაწირეს ამ დიდ ომში", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის პრესსასმახურის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი პარკში შეკრებილ ვეტერანებს გაესაუბრა, მათ გამარჯვების დღე მიულოცა, მხნეობა და ჯანმრთელობა უსურვა. მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებმა მთავრობის მეთაურს მადლობა გადაუხადეს იმ ღონისძიებებისთვის, რომელიც მათ მხარდასაჭერად გატარდა.

როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები 1000 ლარის, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრები 500 ლარის ოდენობის ერთჯერად სოციალურ დახმარებას მიიღებენ.

თენგიზ ფხალაძე - დღეს თამაშის დრო ნამდვილად არ არის, 12-ვე ვალდებულება უნდა შესრულდეს და არა შესრულების ილუზია შეიქმნას, კანდიდატობის ვერ მიღება მხოლოდ ჩვენს თავს უნდა დავაბრალოთ და სხვას არავის
ქართული პრესის მიმოხილვა 27.06.2022
უკრაინის დამოუკიდებელი ანტიკორუფციული კომისიის აღმასრულებელი დირექტორი - დრო ჩვენთვის სიცოცხლით იზომება, ჩვენ არც თუ ისე ტოლერანტულები ვართ ლოდინისადმი - ამ დროში ვკარგავთ ქვეყანას, რომელსაც რუსეთი წამებით კლავს
„სილქ როუდ ჯგუფი“ ბიზნესმენ ლევან კაჭარავას გარდაცვალებას ეხმაურება
პირველი კრიპტო POS-ტერმინალი საქართველოშია