იუსტიციის სამინისტრო  ევროპის დღის აღნიშვნას უერთდება

„ევროკავშირთან ერთად უფრო ძლიერები ვართ“ – იუსტიციის სამინისტრო ევროპის დღეს დასავლელ პარტნიორებთან ერთად აღნიშნავს. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საგანგებოდ ამ დღისთვის ევროკავშირის დროშის ფერებში განათდება გორის იუსტიციის სახლი, მომდევნო დღეების განმავლობაში კი, იუსტიციის სახლის თანამშრომლები მომხმარებლებს ევროკავშირის დროშის გამოსახულების პირბადეებით მოემსახურებიან.

„იუსტიციის სამინისტროს რამდენიმე მსხვილი პროექტი სწორედ ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება. ეს ხაზს უსვამს ევროკავშირსა და საქართველოს ხანგრძლივ პარტნიორობას, საერთო ღირებულებებს და სოლიდარობას, განსაკუთრებით, „COVID-19“-ის კრიზისის პირობებში“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო