მიხეილ სარჯველაძე - გახსოვთ ბატონი მელიას განცხადებები, ჩემი მტერი იქნება ის, ვინც ჩემ ნაცვლად გირაოს გადაიხდისო - არ მგონია, არსებითად მნიშვნელოვან ამბებს ვადევნებდეთ ახლა თვალს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" მთელი ძალისხმევა გამოიყენა იმისთვის, რომ პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელია პატიმრობაში ყოფილიყო.

სარჯველაძემ ევროკავშირის მიერ ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდა შეაფასა და აღნიშნა, რომ ის პოლიტიკური პატიმარი არ არის.

"უბრალოდ გაუგებარი აღმოჩნდა ევროპის კავშირის ბევრი თანამდებობის პირისთვის, რომლებიც მედიაციის პროცესში იყვნენ ჩართული, ის ინსინუაციები, რომელიც ამ პროცესს ახლდა "ნაციონალური მოძრაობის" და ნიკა მელიას მხრიდან. იმისთვის, რომ წერტილი დასმოდა ამ გაუგებარი არგუმენტაციით გადახდა - არგადახდას და ასე შემდეგ, როგორც ჩანს, აქედან გამომდინარე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მათ გადაეხადათ გირაო. ვითარება და გარემოება იყო ისეთი, როდესაც ხედავდნენ ძალიან აღმატებულ ინტერესს იმისას, რომ პრობლემა გადაჭრილიყო და დასრულებულიყო. გახსოვთ ამასთან დაკავშირებით ბატონი მელიას განცხადებები, "ჩემი მტერი იქნება ის, ვინც ჩემ ნაცვლად გირაოს გადაიხდისო". დასკვნები ახლა თქვენ თვითონ გააკეთეთ. სიმართლე გითხრათ, არ მგონია, არსებითად მნიშვნელოვან ამბებს ვადევნებდეთ ახლა თვალს იმ თვალსაზრისით, რომ ეს შეიძლება განიხილებოდეს რაიმე გარდამტეხ მომენტად ქართულ პოლიტიკაში, აღარ არის ეს მომენტი, ხელიდან გაუშვა "ნაციონალურმა მოძრაობამ". რეალურად, გამოაშკარავდა ის გეგმა, რომელსაც თვეების განმავლობაში ქართველ ამომრჩეველს თავს ახვევდნენ, რაც გულისხმობდა მათ შეცდომაში შეყვანას, ეს ამომრჩეველმა ძალიან კარგად დაინახა. ძალიან კარგად დაინახა, რომ არავითარი პოლიტიკური პატიმრობა არ არსებობს ისეთი, რაზეც შეიძლება არგუმენტირებულად საუბრობდნენ. რა პოლიტიკურ პატიმრობაზეა საუბარი, როდესაც მთელი ძალისხმევა ჩადო "ნაციონალურმა მოძრაობამ", რომ ნიკა მელია პატიმრობაში ყოფილიყო. კიდევ ვიმეორებ, ეს ყველაფერი ხელისუფლების ნების საწინააღმდეგოდ ხდებოდა",-განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, ევროკავშირმა პატიმრობაში მყოფი "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას გირაო გადაიხადა.

ხათუნა ბურკაძე - კრემლის აგრესიული პოლიტიკის ფონზე აუცილებელია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის განახლება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.12.2021
პაატა დავითაია - საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესები ემთხვევა - ბარიერის დაწევა აუცილებელია ქართული დემოკრატიის განვითარებისთვის
Colliers MMS გაფართოებული საინვესტიციო პორტფელი და ახალი შეთავაზება სამშენებლო სექტორს
სამშენებლო კომპანია „მეგა ჰოლდინგი“ მეგა საახალწლო აქციას აანონსებს: ყველა ბინა საჩუქრით
შეიძინე ბინა წინასწარი შენატანის გარეშე - შეთავაზება „ტერასა გლდანი გრინ თაუერისგან“