კახა კუჭავა - აუცილებელია გვახსოვდეს ვეტერანები და პატივი ვცეთ იმ დიდ მიღწევას, რომელიც მათ სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად გაიღეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავამ და პარლამენტის წევრებმა, "ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკში", მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავას განცხადებით, საზოგადოებას უნდა ახსოვდეს და პატივი მიაგოს ქართველ გმირებს.

"76 წლის წინ კაცობრიობამ ძალიან საშიშ მტერზე გაიმარჯვა, ამ გამარჯვებაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით ქართველ გმირებს, ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ისინი, პატივი მივაგოთ და ვზრუნავდეთ ვეტერანებზე, რომლებიც დღესაც არიან ჩვენი საზოგადოების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. აუცილებელია ყოველ წელს არა მხოლოდ ვიზრუნოთ, გვახსოვდეს ისინი და პატივი ყოველთვის ვცეთ იმ დიდ მიღწევას, რომელიც მათ თავიანთი შვილებისა და შვილიშვილებისთვის გაიღეს სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად",- განაცხადა კუჭავამ. 9 მაისს საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნება. 1945 წლის 8 მაისს, გერმანიამ კაპიტულაცია გამოაცხადა და მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.

წლების განმავლობაში ტრადიციულად ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ვეტერანები, პოლიტიკოსები და საზოგადოების წარმომადგენლები ვაკის პარკში იკრიბებოდნენ, თუმცა წელს სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავი ღონისძიებები ვაკის პარკის ნაცვლად „ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკში" იმართება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს