ნიკა მელიას საქმის პროკურორი - პატიმრობა არ წარმოადგენდა ჩვენს თვითმიზანს

ჩვენი დეკლარირებული პოზიცია იყო ის, რომ როგორც ზოგადად, ასევე ამ შემთხვევაშიც პატიმრობა არ წარმოადგენდა ჩვენ თვითმიზანს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას საქმის პროკურორმა მიხეილ სადრაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა სასამართლოზეა დამოკიდებული რა ვადაში მოხდება ამ შუამდგომლობის განხილვა.

"ბრალდების მხარის შუამდგომლობა ნიკანორ მელიას მიერ გამოყენებული აღკვეთი ღონისძიების პატიმრობის უფრო ნაკლებად მკაცრი ღონისძიების გირაოთი შეცვლის შესახებ უკვე შეტანილია სასამართლოში. სასამართლოზეა დამოკიდებული რა ვადაში მოხდება ამ შუამდგომლობის განხილვა. ჩვენ მაქსიმალურად გონივრულ ვადაში წარმოვადგინეთ. როგორც საზოგადოებაში არის ცნობილი, ჩვენი დეკლარირებული პოზიცია იყო ის, რომ როგორც ზოგადად, ასევე ამ შემთხვევაშიც პატიმრობა არ წარმოადგენდა ჩვენ თვითმიზანს. აქ საუბარი იყო მხოლოდ და მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილების შესრულებაზე, სათანადო ქცევა სისხლის სამართლის სივრცეში და ზოგადად პრინციპზე, რომ კანონის წინაშე ყველა არის თანაბარი. აქედან გამომდინარე ეს ჩვენი შუამდგომლობა შეტანილია, რაც ადასტურებს, რომ ჩვენ ჩვენი პირობა შევასრულეთ" , - განაცხადა სადრაძემ.

ცნობისთვის, სასამართლოს პრესსამსახურის ინფორმაციით, 10 მაისს გახდება ცნობილი, რომელ საათზე ჩაინიშნება საქლაქო სასამართლოში ნიკა მელიას პროცესი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს