„სტრატეგია აღმაშენებელი“ - ბოლო პერიოდში "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებული „ფეისბუქ ექაუნთებიდან” ჩვენს „ფეიჯებზე“ მასიური შემოტევა შეინიშნება

"სტრატეგია აღმაშენებლის" ფეიჯებზე "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებული „ფეისბუქ ექაუნთების“ მხრიდან მასიური შეტევა შეინიშნება, - ამის შესახებ განცხადებას პარტია "სტრატეგია აღმაშენებელი" ავრცელებს.

პარტია მოუწოდებს "ნაციონალურ მოძრაობას", რომ მათ ფეიჯებზე ორკესტრირებული შეტევა შეწყვიტოს.

"სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებული ფეისბუქ „ექაუნთების“ მხრიდან ჩვენს „ფეიჯებზე“ შეინიშნება მასიური შემოტევა. უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში ჩვენს მიერ იდენტიფიცირებული და დაბლოკილი იქნა ასობით „ფეისბუქ“ ექაუნთი. მათი უმეტესობა არის ახალ შექმნილი, ამაზე მიუთითებს შექმნის დრო და მეგობრების მცირე რაოდენობა. თუმცა აქტიურობს არაერთი ძველი „ფეიქ ექაუნთიც“, მაგალითად აგრესიული ტროლია ვინმე ქეთი ბუკია, რომელიც უშუალოდ "სტრატეგია აღმაშენებელზე" და გიორგი ვაშაძეზეა მიმაგრებული და ყველა პოსტზე ლანძღვითაა დაკავებული. აღნიშნული „ფეიქ ექაუნთები“ იყენებენ სიძულვილის ენას, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ პარტიასა და მის ლიდერებს. ჩვენს მიერ იდენტიფიცირებული „ფეიკ ექაუნთები“ უკვე გადაგზავნილია აღნიშნული საკითხის შესწავლით დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციებში. გარდა ამისა, "ნაციონალური მოძრაობის" წევრების და აქტივისტების მხრიდან ხდება ასევე ორკესტრირებული შემოტევა ჩვენს „ფეიჯებზე“, როგორც ჩანს, მათ აქვთ მიღებული საერთო მესიჯი, რომელსაც ხშირ შემთხვევაში სიტყვა-სიტყვით აკომენტარებს რამდენიმე ადამიანი. ეს არის სირცხვილი. მოვუწოდებ "ნაციონალურ მოძრაობას" შეწყვიტოს ეს ორკესტრირებული შეტევა ჩვენს ფეიჯებზე ჩვენს მიმართ ცრუ ნეგატიური განწყობების სიმულაცია.

მოგიწოდებთ მეგობრებო ეს ძალისხმევა საკუთარი თავის პოზიტიურად წარმოჩენასა და ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ მიმართოთ", - ნათქვამია "სტრატეგია აღმაშენებლის" განცხადებაში.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა