„ლელოს“ ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები შეიკრიბნენ

„ლელოს“ ოფისში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

პარლამენტის არჩეული წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ოპოზიციამ სწრაფად უნდა დაიწყოს მუშაობა საარჩევნო საკანონმდებლო ცვლილებებზე და დღევანდელი შეხვედრაც ოპზიციის საერთო პოზიციის შეჯერებას უკავშირდება.

მისივე თქმით, ოპოზიციის შიდა კონსულტაციების შემდეგ მოლაპარაკებები ხელისუფლებასა და საერთაშორისო ორგანიზაციების თანამონაწილეობით გაგრძელდება.

„ჩვენ უნდა დავიწყოთ სწრაფად მუშაობა საარჩევნო საკანონმდებლო ცვლილებებზე. ამიტომ დღეს ამაზე ოპოზიციაში შიდა კონსულტაციები გვექნება და შემდგომ უკვე კონსულტაციები როგორც ხელისუფლების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების თანამონაწილეობით გაგრძელდება. დღევანდელი შეხვედრა სწორედ, ოპოზიციის საერთო პოზიციის შეჯერებას უკავშირდება“, - განაცხადა სამადაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა