ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციით, ზაზა გახელაძის შვილებს დათა პაპას სახელობის სტიპენდია დაენიშნა

ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა „ეკვილიბრიუმი“ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემოჭალაში ოკუპირებულ ცხინვალში დატყვევებული ზაზა გახელაძის ოჯახს ესტუმრა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ეროვნული ბიბლიოთეკიდან აცნობეს, ზაზა გახელაძის შვილებს, 11 წლის ანანოსა და 9 წლის მარიამს დათა პაპას სახელობის სტიპენდია დაენიშნათ.

„ოკუპაციური რეჟიმის პატიმრის, ზაზა გახელაძის შვილებს, ანანოსა და მარიამს, დათა პაპას სახელობის სტიპენდია დავუნიშნეთ და მათი ახალი ბიბლიოთეკისთვის პირველი წიგნები ჩავიტანეთ“,- განაცხადა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ.

ზაზა გახელაძის მეუღლის ირმა გახელაძის თქმით, ეს დღე ყველაზე ბედნიერი დღეა მათთვის.

„გიორგის სტუმრობა ჩვენი ოჯახისთვის და განსაკუთრებით ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მის შესახებ ანანოს და მარიამს მანამდეც ჰქონდათ გაგონილი. სამი წლის წინათ გიორგიმ ჩვენს სოფელში ბიბლიოთეკა გახსნა. ვიცოდით, რომ გვერდში უდგას ყველას და განსაკუთრებით პატარებს ეხმარება. ბავშვები მთელი დღეა დასტრიალებენ წიგნებს და სერტიფიკატს. ეს დღე ყველაზე ბედნიერი დღეა მათთვის. სტიპენდიაც ძალიან დიდი სტიმულია, რომ მეტი ისწავლონ, მეტი გაიგონ, თუნდაც სკოლის გაკვეთილების გარდა. ბევრი ვიფიქრე, როგორ გამომეხატა მადლიერება გიორგის და ფონდის წარმომადგენელი ქალბატონების მიმართ. მადლობა, რომ ასეთი ადამიანები არსებობენ“, - განაცხადა ირმა გახელაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს