ლატვიის პრეზიდენტი - მეორე მსოფლიო ომს ლატვიისთვის თავისუფლება არ მოუტანია

ლატვიის პრეზიდენტის ეგის ლევიტსის განცხადებით, ევროპაში მეორე მსოფლიო ომის დასრულებას მისი ქვეყნისთვის თავისუფლება არ მოუტანია. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ იუწყება.

„სამწუხაროდ, ლატვიაში ომის დასრულებისთანავე, ერთი საოკუპაციო ხელისუფლება მეორეთი შეიცვალა“, - ნათქვამია ლატვიის პრეზიდენტის მიერ მედიისთვის გამოქვეყნებულ კომენტარში.

„ჩვენთვის ამ დღეს თავისუფლება არ მოუტანია, მაგრამ ჩვენ სოლიდარულები ვართ და გვიხარია დანიელებთან, ნორვეგიელებთან, ნიდერლანდელებთან, ბელგიელებთან, ფრანგებთან და სხვა ევროპელ ხალხთან ერთად, ვისაც ამ თარიღმა თავისუფლება მოუტანა“, - განაცხადა ლევიტსმა და აღნიშნა, რომ ლატვიის თავისუფლება მოვიდა მხოლოდ 45 წლის შემდეგ, როდესაც გათავისუფლდნენ აღმოსავლეთ ევროპის ხალხები, „როდესაც ჩვენ აღვადგინეთ ჩვენი დამოუკიდებლობა“.

მისივე თქმით, ლატვიას, როგორც სახელმწიფოს, მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობა არ მიუღია:

„ჩვენთვის ეს ომი უცხო იყო. ჩვენი ბიჭები ჯარში გაიწვიეს ორივე მეომარი მხრიდან, ისინი სხვათა მიზნებისთვის იბრძოდნენ უცხო არმიის შემადგენლობაში და ჩვენ გვქონდა უამრავი სამოქალაქო მსხვერპლი“, - აცხადებს ლატვიის პრეზიდენტი.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2026
პროექტის მართვა: უნარი, რომელიც ყველა გუნდს სჭირდება
Galaxy Unpacked 2026: ახალი AI სმარტფონი, რომელიც ყოველდღიურობას კიდევ უფრო მარტივს გახდის
„კარფურში“ დიდი ბრენდ ფესტივალი დაიწყო