სალომე სამადაშვილი - პარლამენტში შემოსვლა, შეთანხმების ხელმოწერას გულისხმობს, შთაბეჭდილება მაქვს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა არსებობს

შთაბეჭდილება მაქვს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ პარლამენტში შემოსვლასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა არსებობს - უნდა იმუშაონ და ერთიანი პოზიცია გამოხატონ, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტში შესვლა შეთანხმების ხელმოწერას გულისხმობს.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ნიკა მელიას გამოსვლის შემდეგ უნდა იმსჯელოს. პარლამენტში შემოსვლა, ცხადია, შეთანხმების ხელმოწერას გულისხმობს. მე ასეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. ალბათ, უნდა იმუშაონ და ერთიანი პოზიცია გამოხატონ“, - განაცხადა სამადაშვილმა.

სამადაშვილმა ასევე საგამოძიებო კომისიის შესაძლო შექმნაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში წარმოდგენილი იქნება, ოპოზიციას კომისიის შექმნისთვის საკმარისი ხმები ექნება.

„საგამოძიებო კომისიას ამ ეტაპზე ვერ დავპირდებით ვერავის, რადგან დღევანდელი მოცემულობით ოპოზიციას ამისთვის საკმარისი ხმები არ აქვს. არ ვიცით, „ნაციონალური მოძრაობა“ როგორ ჩამოყალიბდება. იქნება, თუ არ იქნება ეს პარტია წარმოდგენილი პარლამენტში. თუ იქნება, ოპოზიციას უკვე ექნება საკმარისი ხმები იმისთვის, რომ იმუშაოს საგამოძიებო კომისიის შექმნაზეც“, - განაცხადა სამადაშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს