ევროკავშირის წარმომადგენლობა ევროპის დღისთვის შექმნილ ევროკავშირისა და საქართველოს ჰიმნების მუსიკალურ კომპოზიციას ავრცელებს

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრისა და მისი სამხატვრო ხელმძღვანელისა და მთავარი დირიჟორის ნიკოლოზ რაჭველის მიერ ევროკავშირისა და საქართველოს ჰიმნების მუსიკალურ კომპოზიციას ავრცელებს.

9 მაისს ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები ევროპის დღეს ზეიმობენ, რომელიც ევროპაში მშვიდობასა და ერთობას აღნიშნავს.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, წელს, ევროპის დღის აღსანიშნად და საქართველო-ევროკავშირს შორის არსებული პარტნიორობის ხაზგასასმელად დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები:

"9 მაისს, 17:00 საათზე, ევროკავშირის წარმომადგენლობა სოციალური მედიის არხების საშუალებით გაავრცელებს ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის და მისი სამხატვრო ხელმძღვანელისა და მთავარი დირიჟორის ნიკოლოზ რაჭველის მიერ ექსკლუზიურად ევროპის დღისათვის შექმნილი ევროკავშირისა და საქართველოს ჰიმნების მუსიკალურ კომპოზიციას.

100-ზე მეტმა მუსიკოსმა მიიღო მონაწილეობა მის შესრულებაში, მათ შორის გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო კაპელამ ზვიად ბოლქვაძის ხელმძღვანელობით, ახალგაზრდა, გამორჩეულმა კომპოზიტორმა და პიანისტმა ცოტნე ზედგინიძემ და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა “ნიჭიერთა ათწლედის” მოსწავლეებმა და სხვა. მუსიკალური კომპოზიციის დასრულების შემდეგ, ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე, კახაბერ კუჭავა გააკეთებენ განცხადებებს ევროპის დღისა და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთოებების შესახებ. გარდა ამისა, საქართველოში ევროკავშირის 19 წევრი ქვეყნის წარმომადგენლებმა და პარტნიორებმა, როგორც ევროპის გუნდმა, ერთობლივი ვიდეო გზავნილი გაავრცელეს. 9 და 10 მაისის საღამოს კი ევროკავშირის დროშის ფერებში განათდება ღირსშესანიშნაობები საქართველოს ყველა რეგიონში, მათ შორის: ახალციხეში, ბათუმში, გორში, ქუთაისში, მესტიაში, მცხეთაში, ონში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, თბილისსა და ზუგდიდში", - ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს