ბადრი ჯაფარიძე - ნიკა მელია სწრაფად უნდა გათავისუფლებულიყო, რათა პოლიტიკური ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს დავუბრუნდეთ და მგონი, ძალიან ახლოს ვართ ამ მიზანთან

ეს არის ევროკავშირის თავდებობა ნიკა მელიას მიმართ - ეს უპრეცედენტო მხარდაჭერის გამოხატულებაა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან, - ამის შესახებ "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რითაც ევროკავშირის მიერ ნიკა მელიას გირაოს გადახდის საკითხს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ეს ფაქტი ვითარების შემდგომ დეესკალაციას ხელს შეუწყობს.

"ეს არ არის ტიპიური სტანდარტული გირაო, ეს არის ევროკავშირის თავდებობა ნიკა მელიას მიმართ და ეს არის უპრეცედენტო ინსტრუმენტი და მექანიზმი, ეს არის მხარდაჭერა ჩვენი ევროპელი მეგობრების, რაც თავისთავად არ შეიძლება იქნას დაყვანილი გირაომდე. ეს არანაირად არ არის შინაარსობრივი გირაო, ეს უპრეცედენტო მხარდაჭერის გამოხატულებაა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან და ეს ხელს შეუწყობს, რა თქმა უნდა, ვითარების შემდგომ დეესკალაციას, რადგან არ შეიძლება ნიკა მელია ყოფილიყო უსასრულოდ ციხეში, ის სწრაფად უნდა გათავისუფლებულიყო იმისთვის, რომ ნორმალურ პოლიტიკურ ცხოვრების რეჟიმს დავუბრუნდეთ და მგონი ძალიან ახლოს ვართ ამ მიზანთან", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო