გიორგი ვაშაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ გადამგდებ ძალად ჩამოყალიბდა, ოპოზიციაში დომხალი მოაწყო - თუ მელია პარტიიდან წამოვა და მესამე პოლიტიკურ ცენტრს შემოუერთდება, ძალიან მაგარი იქნება

„ნაციონალური მოძრაობა“ გადამგდებ პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბდა. არაერთხელ ვყავარ გადაგდებული, არაერთხელ ჰყავს სხვა ოპოზიციონერი პარტნიორები, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ოპოზიციაში ორკვირიანი „დომხალი“ მოაწყო.

„ნაცმოძრაობის“ ორკვირიანი დომხალი, რაც ოპოზიციაში მოაწყო, ეს ჩემი აზრით, კიდევ ერთი მაგალითი იყო, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან. ჩემი აზრით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ძალიან ცოტა პოლიტიკოსი დარჩათ და ისევ იგივეს დაუბრუნდნენ, ყოველთვის უნდათ აზრზე მონოპოლია. პირველ ღამეს შეცდომა დაუშვეს, ვერ გაიაზრეს ეს პროცესი ფართო ჭრილში, დაიწყეს თავდასხმები ამ შეთანხმებაზე, ოღონდ თვითონაც იციან, რომ მაგარი შეთანხმება არის, განა არ იციან, უბრალოდ თავდასხმები ამაზე დაიწყეს“, - განაცხადა ვაშაძემ. |

მისი შეფასებით, თუ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიას დატოვებს და მესამე პოლიტიკურ ცენტრს შემოუერთდება, ძალიან კარგი იქნება.

„მელია თუ წამოვა „ნაცმოძრაობიდან“ და მესამე პოლიტიკურ ცენტრს შემოუერთდება, ჩემი აზრით, ძალიან მაგარი იქნება. საერთოდ შევცვლით პოლიტიკურ პროცესს“,-განაცხადა ვაშაძემ.

ის მიიჩნევს, რომ „სტრატეგია აღმაშენებელმა“ სწორი გზა აირჩია.

„ჩემი გზა რომ სწორია ამას ისიც მიუთითებს, რომ უახლოეს დღეებში ნიკა მელია გათავისუფლდება, შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ეს არის დღეების თუ არა, საათების საკითხი. ანუ, ჩვენი გზა სწორი აღმოჩნდა. დღეების საკითხია, რომ „ნაციონალური მოძრაობაც“ პარლამენტში ვიხილოთ. პირდაპირ გეუბნებით, მათგან განსხვავებით ჩვენ „სირცხვილის კორიდორს“ ნამდვილად არ დავახვედრებთ. ჩემი აზრით, ეს იყო ყველაზე მძიმე, მათი პოლიტიკური საბჭოს წევრები დაგვხვდნენ პარლამენტთან, ოღონდ თვითონაც შედიან იმ პარლამენტში. ჩვენ იგივეთი არ ვუპასუხებთ“, - განაცხადა ვაშაძემ.

მისი აზრით, ოპოზიციის მხრიდან ბოიკოტი რომ არ ყოფილიყო, მედიატორების მხრიდან ასეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი შემოთავაზებული არ იქნებოდა.

„მელიას საკითხმა შესაძლოა დააჩქარა ეს პროცესი, მაგრამ იქნებოდა თუ არა ამ ტიპის მედიაცია? - დიახ, იქნებოდა. ჩვენ ყველამ ვიცოდით, რომ პროცესი შეიძლება გაწელილიყო, მაგრამ ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან აქტიური ჩართულობა აუცილებლად იქნებოდა. ვფიქრობ, ასეც მოხდა. მელიას პროცესმა კატალიზატორის ფუნქცია შეასრულა, ანუ დააჩქარა“,-განაცხადა ვაშაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო