რატი იონათამიშვილი - ევროკავშირმა გირაოს გადახდით დაადასტურა, რომ მელიას მიმართ სამართლებრივი საქმე სწორი იყო და მას როგორც პოლიტპატიმარს არ აღიქვამს

ევროკავშირი მსგავსი მეთოდებით პოლიტპატიმრებზე არ რეაგირებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა, რითაც ევროკავშირის მხრიდან ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდას და პატიმრობიდან მის მოსალოდნელ გათავისუფლებას გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, შეუერთდება თუ არა “ნაციონალური მოძრაობა” შეთანხმებას, მას შემდეგ რაც ნიკა მელია საპყრობილეს დატოვებს.

“ფაქტობრივად, ევროკავშირმა გირაოს გადახდით დაადასტურა, რომ მელიას მიმართ სამართლებრივი საქმე იყო სწორი, სამართლიანი და მას როგორც პოლიტპატიმარს არ აღიქვამს.

"ნაციონალური მოძრაობა" გაფორმდა საქართველოში როგორც არასერიოზული და არაკომპეტენტური ორგანიზაცია, რომელიც ყოველთვის დესტრუქციისკენ არის მოწოდებული. ფაქტია, ისინი ყოველ ჯერზე იღებენ გადაწყვეტილებებს, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის უკეთეს ხვალიდნელ დღეს და დასავლეთთან ინტეგრაციას, ამიტომ ისინი არიან რუსული ჰიბრიდული ძალა და გულწრფელად რომ გითხრათ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მოაწერენ თუ არა ისინი ამ დოკუმენტს ხელს, ისინი დარჩებიან არაკონსტრუქციული, დესტრუქციული და რუსული ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად საქართველოში,"- განაცხადა იონათამიშვილმა.

ცნობისათვის, ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლასთან დაკავშირებით სასამართლოს საქართველოს პროკურატურამ გუშინ მიმართა.

ნიკა მელიას გირაოს თანხა - 40 000 ლარი ევროკავშირმა 8 მაისს გადაიხადა. აღნიშნული თანხა „ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის“ (European Endowment for Democracy) გამოყო და ხელისუფლებას "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" გადასცა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს