რატი იონათამიშვილი კითხვაზე, უნდა გადადგეს თუ არა თამარ ჟვანია - კონკრეტულ პიროვნებებზე ჯოხის გადატეხა ძალიან უსამართლო იქნება

კონკრეტულ პიროვნებებზე ჯოხის გადატეხა იქნება ძალიან უსამართლო - ჩვენი მიზანია არა ის, რომ ვილაპარაკოთ კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე, არამედ პრინციპებსა და ფუნდამენტურ ცვლილებებზე,- ამის შესახებ ჟურბალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, უნდა გადადგეს თუ არა ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანია.

მისი თქმით, ქვეყანაში ჩატარებული არჩევნები საერთაშორისო პარტნიორებმა პოზიტიურად შეაფასეს და კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე საუბრის საფუძველი არ არსებობს. მისივე თქმით, ხელისუფლების მიზანია, რომ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით წარმართული პროცესი ინკლუზიური იყოს.

"მე მოხარული ვარ, რომ საარჩევნო რეფორმები საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან პოზიტიურად იქნა შეფასებული. ახლა ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება ფართო, ინკლიზიური პროცესი წარიმართოს ამასთან დაკავშირებით, სწორედ ამ მიზანს ემსახურება დღევანდელი შეხვედრა და ის ცვლილებები, რომელიც არის ჩვენს მიერ შეთავაზებული და ეუთო/ოდირის მხრიდან მოწონებული, ვფიქრობ, იქნება გაზიარებული ოპოზიციის მხრიდანაც.

ფაქტობრივად, ოპოზიციამ ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩაიყენა თავი, ვინაიდან საკუთარ ამომრჩეველსაც ვერ დაუმტკიცა ის, რომ არჩევნები გაყალბდა. მეორე მხრივ, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან იყო პოზიტიურად შეფასებული ის, თუ როგორ იყო ორგანიზებული არჩევნები და შეფასებები ფაქტობრივად, ემთხვეოდა ცესკო-ს მონაცემებს. თუ საღად მიუდგები ამ საკითხებს, დღეს არჩევნების გაყალბებაზე საუბარი არის არასერიოზული,"- განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
კომპანია „IDS ბორჯომი“ საქართველო განცხადებას ავრცელებს
„ჰიდროვეი - Hydroway“ აგრარულ სექტორს სარწყავი სისტემების ახალი კომპანია შემოუერთდა
Pullman Tbilisi Axis Towers ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მასპინძელი სასტუმრო გახდა