გაბრიელიუს ლანდსბერგისი - რუსეთი ხდება უფრო აგრესიული არა მხოლოდ სამეზობლოში, არამედ ევროკავშირის შიგნითაც

უნდა ვაღიაროთ ის ფაქტი, რომ ცხადია, რუსეთი ხდება უფრო აგრესიული არა მხოლოდ სამეზობლოში, ისეთ ქვეყნებში როგორიც უკრაინა, საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანია, არამედ უკვე ევროკავშირის შიგნითაც, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე განაცხადა.

მისი თქმით, ევროპამ რუსეთის ქმედებების მიმართ რეაგირებაში ერთსულოვნება უნდა გამოიჩინოს.

„ის, რაც მოხდა ჩეხეთის რესპუბლიკაში, ცხადყოფს, რომ რუსეთმა 2014 წელს ჩაატარა ოპერაცია ევროკავშირის და ნატო-ს წევრ ერთ-ერთ ქვეყენაში. ეს არ უნდა დავტოვოთ შესაბამისი პასუხის გარეშე. ევროპა უნდა იყო ერთიანი რუსეთის ასეთი ქმედებების პასუხში. ვისურვებდი, ამ მხრივ ევროპის პასუხებში მეტი ერთსულოვნება იყოს,“ - განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა