პაატა მანჯგალაძე - შეცდომად მიგვაჩნია, ყველა გაერთიანდეს „ნაცმოძრაობის“ ქოლგის ქვეშ - პარტიები ცალ-ცალკე უფრო მეტ ხმას იღებენ

შეცდომად მიგვაჩნია, ყველა გაერთიანდეს „ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგის ქვეშ - პარტიები ცალ-ცალკე უფრო მეტ ხმას იღებენ“,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ისაუბრა.

როგორც მანჯგალაძე განმარტავს, პარტიების ცალ-ცალკე გამოსვლა პირველ ტურში, უფრო მეტ ხმას დააკარგვინებს „ქართულ ოცნებას“.

„როგორც ვიცი, ნიკა მელია თანამშრომლობისთვის იქნება განწყობილი. საერთო ოპოზიციური კოორდინაცია აუცილებელია სხვადასხვა საკითხში, მათ შორის, გაყალბების საწინააღმდეგოდ და ასე შემდეგ. ის, რომ ყველა გაერთიანდეს „ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგის ქვეშ, რასაც აქამდე გვთავაზობდნენ, შეცდომად მიგვაჩნია. საპრეზიდენტო და ამ არჩევნებმა, თუნდაც, გლდანში აჩვენა, რომ პარტიები ცალ-ცალკე უფრო მეტ ხმას იღებენ, ვიდრე კონკრეტულად „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი.

ამ არჩევნებმაც აჩვენა, რომ თბილისში ყველა პარტიამ ერთად აიღო 54%, ხოლო ნიკა მელიამ- 44%. ესეც მიუთითებს იმას, რომ პარტიების ცალ-ცალკე გამოსვლა პირველ ტურში, უფრო მეტ ხმას დააკარგვინებს „ქართულ ოცნებას“ ვიდრე, ყველა ერთად „ნაციონალური მოძრაობის“ ფრთებს ქვეშ შეყუჟვით“,- აცხადებს მანჯგალაძე.

მან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესზეც ისაუბრა. როგორც პაატა მანჯგალაძე განმარტავს, ნიკა მელიას გათავისუფლება დაეხმარება ოპოზიციურ პარტიებს თანამშრომლობის რეჟიმზე გადავიდნენ.

„დღევანდელი პროცესი კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ როგორც იყო ხელმოწერილი შეთანხმების პირობების მიხედვით მოხდა გირაოს გადახდა, ნიკა მელია თავისუფალი იქნება, ეს არის საერთო გამარჯვება და მიღწევა. ჩვენ არ ვაპირებთ, რომ მარტო ჩვენ მივიწეროთ ეს წარმატება. ესეც დაეხმარება პოლიტიკურ პროცესებს, კინკლაობა და დაპირისპირება კი არ იყოს ოპოზიციურ პარტიებს შორის, არამედ გადავიდეთ თანამშრომლობის რეჟიმზე“,- აცხადებს მანჯგალაძე.

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი დღეს, 16:00 საათზე გაიმართება. დღევანდელ სასამართლო პროცესზე, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება, ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლასთან დაკავშირებით იმსჯელებენ. სხდომას არ დაესწრება თავად ბრალდებული ნიკა მელია, ვინაიდან ის სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე მოსამართლის გადაწყვეტილებით გაძევებულია. სასამართლოს პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით პროკურატურამ მიმართა.

ნიკა მელიას გირაოს თანხა - 40 000 ლარი ევროკავშირმა ორი დღის წინ გადაიხადა. აღნიშნული თანხა „ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის“ (European Endowment for Democracy) გამოყო და ხელისუფლებას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გადასცა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა