პარტია „მოქალაქეები" ნასვამ მძღოლებზე სანქციების გამკაცრების კანონპროექტზე მუშაობს

ნასვამ მძღოლებზე სანქციები შესაძლოა, გამკაცრდეს. შესაბამის კანონპროექტზე პარლამენტში პარტია „მოქალაქეები" მუშაობენ.

როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, პროექტი შემუშავების პროცესშია და უახლოესი ორი კვირის განმავლობაში პარლამენტში დარეგისტრირდება.

„ყველამ უნდა იცოდეს - ნასვამი რომ საჭესთან ჯდები, შენ ხარ მკვლელი, პირდაპირ დადიხარ ქუჩაში ხალხის მოსაკლავად. თუ ვინმეს სტატისტიკა აინტერესებს, შევხედოთ, რამდენი ასეული შემთხვევაა წლის განმავლობაში. ნასვამ მძღოლებზე გვინდა, რომ ჯარიმა ძალიან გაიზარდოს. კარგად უნდა დაფიქრდეს ნებისმიერი ადამიანი. სასჯელი უნდა გაიზარდოს. ძალიან ბევრ ქვეყანაში ამაზე არის პირდაპირ ციხე, რადგან რეალობას გაუსწორეს თვალი და ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვუსწორებთ თვალს,"- განაცხადა ელისაშვილმა.

მისივე თქმით, კანონპროექტს „ამ კვირას თუ არა, მომდევნო კვირას დაარეგისტრირებენ".

იხილეთ ვიდეო:პარტია "მოქალაქეები" ნასვამ მძღოლებზე სანქციების გამკაცრების კანონპროექტზე მუშაობს

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს