სკოპიეში საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკაში საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტისას დახვედრის ოფიციალური ცერემონია ქალაქ სკოპიეში, „ვილა ვოდნოს“ საპრეზიდენტო სასახლეში გაიმართა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ცერემონიაზე საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის სახელმწიფო ჰიმნები შესრულდა და პრეზიდენტებმა ჩრდილოეთ მაკედონიის სახელმწიფო დროშას პატივი მიაგეს, რის შემდეგაც სალომე ზურაბიშვილმა სტევო პენდაროვსკის საქართველოს ოფიციალური დელეგაცია წარუდგინა.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ნათია სულავა, საქართველოს პარლამენტის წევრი, ჩრდილოეთ მაკედონიასთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელი გივი მიქანაძე, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, საქართველოს ელჩი ჩრდილოეთ მაკედონიაში თამარ ლილუაშვილი, პრეზიდენტის მრჩეველი განათლების, კულტურისა და მეცნიერების საკითხებში კონსტანტინე ნაცვლიშვილი და საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის დირექტორი ნინო ბარათაშვილი.

იხილეთ ვიდეო:სკოპიეში საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო