ალეკო ელისაშვილი - ევროკავშირი არც ნიკა მელიას პოლიტპატიმრობას აღიარებს და არც მის ნელსონ მანდელობას - ევროკავშირმა უბრალოდ გზა გახსნა კრიზისის დასაძლევად, მორჩა და გათავდა

მიუხედავად იმისა, რომ მე ჩემი ანგარიშები მაქვს ნიკა მელიასთან, ნიშნის მოგებით მაინც არ ვილაპარაკებ - სწორია ეს გადაწყვეტილება და აქამდე არ უნდა ეჯიუტა, - ამის შესახებ „მოქალაქეების" ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც მელიას მხრიდან ევროკავშირის გირაოს მიღებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, გირაოს გადახდით, „ევროკავშირი არც მელიას პოლიტპატიმრობას აღიარებს და არც მის ნელსონ მანდელობას“, არამედ ეს კრიზისის დასაძლევად გადადგმული ნაბიჯი იყო.

„ჩვენ ვხედავთ, რომ „ქართულ ოცნებას" უნდა მაქსიმალურად აბუჩად აიგდოს ნიკა მელია. მან ამის საფუძველი ობიექტურად მისცა. „ნაციონალურ მოძრაობას" და მის გარშემო შემოკრებილ პატარა პარტიებს კი უნდათ, ლამის ცოტნე დადიანად წარმოაჩინონ მელია.

უნდათ, რაღაცნაირად სახე შეინარჩუნუნ. მიხვდნენ, ძალიან არასერიოზულად გამოუვიდათ მთელი ეს ისტორია - მაინც იმას აკეთებენ, რასაც კატეგორიულად უარყოფდნენ და გულში მჯიღს ირტყამდნენ. ევროკავშირი არც მის პოლიტპატიმრობას აღიარებს და არც ნიკა მელიას ნელსონ მანდელობას. ევროკავშირმა უბრალოდ გზა გახსნა კრიზისის დასაძლევად, მორჩა და გათავდა“, - განაცხადა ელისაშვილმა.

ამასთან, ელისაშვილი ვარაუდობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში შევა, რადგან ამისთვის გზებს ეძებენ და „ბევრს ერთი სული აქვს პარლამენტში შევიდნენ."

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს