ანდრია ჯაღმაიძე - მეუფე შიოს კურთხევით მივეხმარები მეუფე სტეფანეს პრესკონფერენციის წარმართვაში, ჩვენ დღეს მივიღეთ განსაკუთრებული ზომები, რომ მშვიდი გარემო ყოფილიყო

ჭყონდიდის ეპარქიაში, სადაც მეუფე სტეფანე პრესკონფერენციას მართავს, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძეც იმყოფება.

ჯაღამაიძის თქმით, დღეს ის მეუფე სტეფანეს პრესკონფერენციის წარმართვაში დაეხმარება.

მისივე თქმით, ეს პრესკონფერენცია იმართება იმისთვის, რომ ყველა კითხვაზე იყოს პასუხი გაცემული.

"ეს პრესკონფერენცია არის იმისათვის, რომ არ დარჩეს ორაზროვნება, იყოს ღია ურთიერთობა და ყველა შეკითხვაზე იყოს ამომწურავი პასუხი გაცემული. ეს ვაკუუმი არ დარჩეს, სადაც საშუალება იქნება არასწორი ინფორმაციის გავრცელებისათვის. მე ვთხოვე საპატრიარქოს და მეუფე შიოს კურთხევით მხოლოდ მივეხმარები მეუფეს პრესკონფერენციის წარმართვაში, მე შეკითხვებს არ გავცემ პასუხს. მე მხოლოდ დამხმარეს ფუნქცია მექნება.

ჩვენ დღეს მივიღეთ განსაკუთრებული ზომები, რომ ყოფილიყო მშვიდი გარემო და აქ ყველას მოგცემოდათ საშუალება მშვიდად დაგესვათ შეკითხვები. იცით თქვენ, რომ რეგისტრაციის შემდეგ მოხდა ტელევიზიების აქ წარმოდგენა და მიღება. ეს მხოლოდ იმისთვის გავაკეთეთ, რომ გვახსოვს ყველას, რაც მოხდა ამ ეპარქიაში. ერთხელ ჩაიშალა წირვა იმის გამო, რომ მოუწესრიგებლად ჟურნალისტები შევარდნენ ამ წირვაზე, მეორედ იყო სამღვდელო შეკრების ჩაშლის მცდელობა და გვახსოვს მაშინ გადმონგრეული აივანიც. ამიტომ დაგვჭირდა ეს განსაკუთრებული სიფრთხილე გამოგვეჩინა დღევანდელი დღისთვის" , - განაცხადა ანდრია ჯაღამაიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა