მეუფე სტეფანე ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებს განმარტავს და აცხადებს, რომ ვერავინ დაუმტკიცებს, „ვინმესთან აგრესიულად მივიდა“, ან მისგან იყო პროვოცირებული რამე აგრესია

ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე სტეფანე ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებს განმარტავს. როგორც მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სასულიერო პირებისთვის მღვდელმსახურების შეჩერების უფლება მათი მხრიდან მსახურებაზე კატეგორიული უარის განცხადებას მოჰყვა.

“ვერავინ ვერ მეტყვის და ვერ დამიმტკიცებს, რომ მე რომელიმე ეპიზოდში ვინმესთან აგრესიულად მივედი, ან ჩემგან იყო პროვოცირებული რამე აგრესია. დიაკვნებს ვთხოვე თავიანთი მოვალეობის შესრულება, რომ ემსახურათ ეკლესიაში, ეს არის პირველ რიგში ეპისკოპოსთან მსახურება. დიაკვნების მოვალეობაა პირველ რიგში მღვდელმთავრის მსახურებაში მონაწილეობა და მღვდელმთავარმა უნდა იცოდეს ვისთან აქვს საქმე. როდესაც პირველად მოვედი არცერთი დიაკონი არ დამხვდა, არადა აღმოჩნდა, რომ ხუთი დიაკონი ყოფილა. ორმა მათგანმა კატეგორიული უარი თქვა, ერთი რაღაც პირობებს მიყენებდა, აქედან გამომდინარე, ვინც კატეგორიულ უარს მიყენებდა, ხანგრძლივი შეგონების შემდეგ მათთვის მსახურების შეჩერება მომიწია, სხვა გზა არ დამიტოვეს“, - აღნიშნა მეუფე სტეფანემ.

მისივე თქმით, სამღვდელოების კრებაზე, რომელიც აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ გაიმართა, შიდა დაპირისპირება და ჩხუბი არ ყოფილა, თუმცა კონკრეტულ ჯგუფს პასუხების მოსმენა არ სურდა და კრების დროს წივილ-კივილი დაიწყო.

მეუფის განმარტებით, სიმართლეს არ შეესაბამება განცხადებები, თითქოს აივნიდან მრევლის გადაყრა მისი ბრძანება იყო.

„ამის შემდეგ იყო კრება, რომელიც იყო სამღვდელოების და არა მასმედიისთვის პარლამენტის სხდომა, ან მსგავსი. ხდებოდა ურთიერთობების გარკვევა. ვიცოდი, რომ იყო რაღაც ჯგუფი, რომელსაც ჰქონდა განზრახული კითხვების დასმა. მანამდეც რამდენჯერმე დამისვეს კითხვები და ამაზე პასუხის გაცემა უნდოდათ. მე შევეცადე პასუხის გაცემა, თუმცა ეს სამღვდელოების კრების საშუალებით გვინდოდა. დავიწყეთ კრება, პასუხები არ უნდოდათ მოესმინათ და დაიწყო წივილ-კივილი. ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებ, რომ არავითარი შიდა დაპირისპირება, ან ჩხუბის სახით არ ყოფილა. მაქსიმალურად ვცდილობდი მშვიდ ვითარებაში ყოფილიყო ეს ურთიერთობა, რაც გარკვეულწილად მოვახერხე. შემდეგ უკვე ერთობლივი შემოტევა წავიდა და აივანზე, რომელიც არ არის საჯარო სივრცე, შემოიჭრა გარკვეული ნაწილი ამ ხალხისა, რომელიც მოყვანილი იყო იმ ადამიანების მიერ, რომელიც კრებაზე ჩხუბობდა. უნდოდათ, რომ ჩემთვის ეს ყველაფერი დაებრალებინათ, თითქოს მე ვუთხარი დაეტაკეთ კარები და გადაყარეთ ისინი, აბსოლუტურად განსხვავებული ვითარება დახატა ზოგიერთმა ტელევიზიამ“, - განაცხადა მეუფე სტეფანემ.

მეუფემ ასევე ისაუბრა მარტვილის დედათა მონასტრის ყოფილი წინამძღვარის დედა სოსანას და მორჩილი ნინოს შესახებ. მისი თქმით, არცერთ მათგანს საკუთარ მოხსენიებებში პატრიარქის ხსენება არ სურდათ, რაც კანონიკურად ამბოხს და ეკლესიაში განხეთქილების შემოტანას ნიშნავს.

,,რაც შეეხება დედაოებთან კრებას, თავად სვამდნენ საკითხებს ისე, რომ არ მოიხსენიებდნენ პატრიარქს. ეს ნიშნავს კანონიკურად ამბოხს და განხეთქილების შემოტანას ეკლესიაში, აქედან გამომდინარე, ჩვენ სხვა გზა არ გვქონდა, გარდა იმისა, რომ გაგვეცა პასუხი. მინდოდა მეთქვა, კანონიკურად რა შეცდომაში შეიყვანეს ისინი და რა პრობლემის წინაშე დადგნენ. ავუხსენი, რომ მონაზონს არ აქვს უფლება ირბინოს თავის ჭკუაზე და აქციებში მიიღოს მონაწილეობა. ამ გაფრთხილების შემდეგ დემონსტრაციულად წავიდა და დადგა სპექტაკლი. დედა სოსანას შევთავაზე ძალიან კარგი ადგილი, რომელიც მონაზვნისთვის დამამშვიდებელია, ამ არეულობას გაშორდება და გაცილებით მეტი იქნებოდა მისი სულისთვის სარგებელი“, - აღნიშნა მეუფე სტეფანემ.

ცნობისთვის, 4 აპრილს ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ 5 სასულიერო პირს მღვდელმსახურების უფლება შეუჩერა. მიტროპოლიტმა სტეფანემ კიდევ 2 სასულიერო პირს მღვდელმსახურების უფლება მარტის დასაწყისში შეუჩერა, მოგვიანებით კი დედა სოსანა გადააყენა მარტვილის წმინდა ნინოს მონასტრის წინამძღვრობიდან.

ირაკლი მელაშვილი - საფრთხე იმისა, რომ ხელისუფლებისთვის ბრძოლა წინა პლანზე წამოვიდეს და ამან შეიწიროს ჩვენი ევროპული პერსპექტივა, ძალიან დიდია - არც ერთ აქტორს არ ეტყობა ქვეყანაში შემცირდეს პოლარიზაცია
ქართული პრესის მიმოხილვა 27.06.2022
სოფიო გრაკალიშვილი - მომხმარებელს ვურჩევდი დეტალურად შეადაროს რამდენიმე სადაზღვევო კომპანიის პირობები და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება
"არქი" ოქროს ბრენდის გამარჯვებული გახდა
ისტორიული დღე ვატიკანში - პირველად, სიქსტის კაპელაში, ქართული გალობა გაისმა
კახა ოქრიაშვილი - ივანიშვილის ღარიბაშვილი ქართველი ხალხის 90%-ს დესტრუქციულ ძალას უწოდებს!
საერთაშორისო ფორვარდინგული კომპანია "ტეპკო" განცხადებას ავრცელებს
„მაგნიტის“ მეხუთე გათამაშებაში მოგებული 100 000 ლარი - რა გეგმები აქვს გამარჯვებულ ოჯახს
Bitnet – კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო დაფინანსება მოიპოვა
დომუსის ახალი, მზიანი და ნათელი საცხოვრებელი კომპლექსი გაზაფხულის ქუჩაზე
„სილქ როუდ ჯგუფი“ ბიზნესმენ ლევან კაჭარავას გარდაცვალებას ეხმაურება
პირველი კრიპტო POS-ტერმინალი საქართველოშია