გიორგი ვაშაძის განცხადებით, „საარჩევნო კოდექსში“ 40-მდე ცვლილებაა შესატანი

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, „საარჩევნო კოდექსში“ 34-40-მდე ცვლილებაა შესატანი.

ამის შესახებ მან კაჭრეთში ოპოზიციურ პარტიებსა და მმართველ გუნდს შორის შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

„ძალიან ბევრი ცვლილებაა შესატანი. გუშინ გვქონდა საბოლოო სამუშაო შეხვედრა ოპოზიციურ შარლ მიშელის ჯგუფს, ასე დავარქმევდი, ვინც ხელი მოაწერა შარლ მიშელის დოკუმენტს. მომზადებული ჩამოვედით ტექნოლოგიურ -სამართლებრივი კუთხით. დღეს უკვე პირველი დეტალური გავლა გვექნება. ცვლილებებია საჭირო მაგალითად: კომისიებში პარიტეტების ცვლილება, ტექნოლოგიების გამოყენება, იმისთვის რომ არჩევნები არ გაყალბდეს, პროცედურული და დავების ახლებური მექანიზმების გამოყენება. 34-40 ფუნდამენტური ცვლილებაა, რომლის მთავარი მიზანიც არის ის, რომ საარჩევნო გარემო იყოს სანდო და ადამიანი როცა მიდის არჩევნებზე, არ ეშინოდეს ხმის მოპარვის. ინიცირებულ კანონპროექტშიც არის ბევრი ცვლილება შესატანი. მაგალითად, კომისიის წევრები საერთოდ აღარ იყო გათვალისწინებული საუბნო დონეზე და კომისიის წევრები უნდა იყოს საუბნო დონეზე, ამაზე ჩვენ შარლ მიშელის დოკუმენტის ფარგლებში შევთანხმდით. იგივე ტექნოლოგიებთან დაკავშირებით - გარმონისებრი ბიულეტენი უნდა იყოს, რომელსაც აქვს ბარკოდი და შრტრიხკოდი და ეს ყველაფერი კონტროლდება რომ ვიღაცამ გარეთ არ გაიტანოს „კარუსელისთვის“. ფართო სპექტრია ცვლილებების“, - განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ ლიდერები ოპოზიციური პარტიების იმ ლიდერებს ხვდებიან, რომლებმაც შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს. მათი განხილვის მთავარი თემა „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებებია.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა