„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით 3 სოციალური საწარმო დაფინანსდა

„საქართველოს ბანკი" სოციალური მისიის მქონე პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს და უკვე მეხუთედ, ბანკმა 3 გამორჩეული სოციალური საწარმოს იდეა გამოავლინა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს ბანკიდან“ აცნობეს, საგრანტო კონკურსის ფარგლებში გამარჯვებული თითოეული პროექტი სამომავლო განვითარებისთვის ბანკისგან 50 000 ლარამდე გრანტს მიიღებს.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ გამარჯვებულ პროექტებს შორის არიან: პირველი ქართული ეკო მეგობრული, მწვანე, USB სადენი „ტენე“; ბიოფიჭის მდგრადი სოციალური საწარმო და ქართული მუსიკალური სექტორის მულტიმედიური პლატფორმა Basement.

მათივე ცნობით, „ტენე" სადენის დასამზადებლად მეორადი პლასტმასის ბოთლების სახურავებს იყენებს, რომელიც გარემოს აბინძურებს და ეკო სისტემას საფრთხის წინაშე აყენებს. შესაბამისად, მათი მიზანი გარემოს დაცვა და ენერგიის დაზოგვაა.

ამასთან, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ბიოფიჭის მდგრადი სოციალური საწარმო რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ბიომეფუტკრეობის და ზოგადად ქართული წარმოების განვითარებას ისახავს მიზნად. რაც შეეხება Basement-ს, ის ქართული ალტერნატიული მუსიკის პლატფორმაა და დამოუკიდებელი მუსიკის, სცენის, მისი მონაწილეებისა და ტენდენციების შესახებ აერთიანებს ინფორმაციას, რათა დაცული და ხელმისაწვდომი იყოს საქართველოს მუსიკალური მემკვიდრეობა.

„სოციალური პასუხისმგებლობის მქონე პროექტების მხარდაჭერა „საქართველოს ბანკის“ უცვლელი პრიორიტეტია. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენი წვლილი შევიტანოთ იმ საწარმოების განვითარებაში, რომლებიც სოციალური მისიით გამოირჩევიან და მიზნად უფრო ინკლუზიური, ეკომეგობრული და გენდერულად თანასწორი საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავენ. გვსურს მეტ მსგავს ინიციატივას დავუჭიროთ მხარი, რათა ხელი შევუწყოთ სოციალური მეწარმეობის განვითარებას და სოციალურ პრობლემებზე ცნობიერების ამაღლებას. ჩვენ ბანკში გვჯერა, რომ ჩვენი, საუკეთესო გადაწყვეტილებაა, წავახალისოთ მსგავსი ინიციატივები. ამიტომაც არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ უფრო მეტი ადამიანის, სფეროს, თუ ბიზნესის მხარდაჭერას“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ CSR მიმართულების ხელმძღვანელმა, თამარ გოჩაშვილმა.

ინფორმაციისთვის, „საქართველოს ბანკი“ სოციალური საწარმოების პროექტებს 2017 წლიდან უჭერს მხარს. ამ დრომდე, ჯამში 15 სოციალური საწარმოა შექმნილი, რომელიც ბანკმა 650 000 ლარამდე თანხის მოცულობით დააფინანსა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს