მეუფე სტეფანე აცხადებს, რომ დედა სოსანამ სპექტაკლები დადგა

ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე სტეფანე აცხადებს, რომ დედა სოსანამ სპექტაკლები დადგა.

მისი თქმით, დედაოებს საკუთარ ლოცვაში პატრიარქის ხსენება არ სურდათ, რაც კანონიკურად ამბოხს და განხეთქილებას ნიშნავს. მეუფე სტეფანეს განმარტებით, ჰგონიათ, რომ „საწყალი მონაზონი დაიჩაგრა “, მაგრამ ამ დროს, დედა სოსანას ძალიან კარგი ადგილი შესთავაზა.

"რაც შეეხება დედაოებთან კრებას, თავად სვამდნენ საკითხებს ისე, რომ არ მოიხსენიებდნენ ლოცვებში პატრიარქს. ეს ნიშნავს კანონიკურად ამბოხს და განხეთქილების შემოტანას ეკლესიაში, აქედან გამომდინარე, ჩვენ სხვა გზა არ გვქონდა, გარდა იმისა, რომ გაგვეცა პასუხი. მინდოდა მეთქვა, კანონიკურად რა შეცდომაში შეიყვანეს ისინი და რა პრობლემის წინაშე დადგნენ. ავუხსენი, რომ მონაზონს არ აქვს უფლება ირბინოს თავის ჭკუაზე და აქციებში მიიღოს მონაწილეობა. ამ გაფრთხილების შემდეგ დემონსტრაციულად წავიდა და დადგა სპექტაკლი. როდესაც მოვიდა დატოვეს წვიმაში ზუსტად 10 წუთით, მოვიდნენ ტელევიზიები და იღებდნენ საწყალ მონაზვნებს, რომლებიც გარეთ დარჩნენ წვიმაში. ეს არის კიდევ ერთი ტყუილი, რაზეც გვიწევს პოზიციის დაფიქსირება. ჰგონიათ, რომ საწყალი მონაზონი დაიჩაგრა და არ აქვს ადგილი, სადღაც შეყოს თავი. ამ დროს, დედა სოსანას შევთავაზე ძალიან კარგი ადგილი, რომელიც მონაზვნისთვის დამამშვიდებელია, ამ არეულობას გაშორდება და გაცილებით მეტი იქნებოდა მისი სულისთვის სარგებელი რომ გამოეყენებინა ჩემი წინადადება. თვითონ აირჩია რაც აირჩია, ამის შემდეგ შევუთვალე, რომ კამერების გარეშე ყველაფერზე ნორმალურად დავილაპარაკებთ. მონაზონსა და ეპისკოპოსს შორის უკამეროდ ლაპარაკი სულისათვის გაცილებით მეტი სარგებლის მომტანია, თუმცა ეს არ გამოიყენა და „შოუები“ უფრო მოეწონა“, - აღნიშნა მეუფე სტეფანემ.

მეუფის განცხადებით, გავრცელებულ ვიდეოკადრებში, რომელიც დედა სოსანასთან საუბარს ასახავს, სიტყვები „ერთი ადგილი დააყენე“ არ უთქვამს და ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

“მისთვის დააყენე „ერთი ადგილი“ არ მითქვამს, ეს ტყუილია. მე ვუთხარი „დააყენე ეგ რაღაცა“, „რაღაცა“ ამ შემთხვევაში, შემდეგ ვაგრძელებ „დააყენე შენი ენა“, „დააყენე ეს ვნება“, მაინცდამაინც „ერთი ადგილით“ ინტერპრეტაციას რატომ აკეთებთ? პირადად მე ასეთი სიტყვა არ მითქვამს. 5000-ჯერ ერთი და იმავე რომ გაიმეორა „დააყენე შენი ენა და შენი ვნება დაიოკე“, „ერთი ადგილი“ თქვენ თქვით, მე არ მითქვამს. პირდაპირი კადრები არსებობს, რომელიც შეგიძლიათ გადაამოწმოთ და შემდეგ თქვათ“, - განუცხადა მეუფე სტეფანემ ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, რომ მიტროპოლიტმა სტეფანემ დედა სოსანა მარტვილის წმინდა ნინოს მონასტრის წინამძღვრობიდან გადააყენა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა