გიორგი ვაშაძე - აუცილებლად შევხვდები ნიკა მელიას - ოპოზიციურ ფლანგზე უნდა ვითანამშრომლოთ, იმედი მაქვს ის გინების რიტორიკა, რომელიც ორი კვირის განმავლობაში იყო, წარსულს ჩაბარდება

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ პარლამენტში შევა, რადგან ორი კვირის განმავლობაში, ყველაფერი ამას მოასწავებდა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სჯობდა ორკვირიანი ნერვების წყვეტა ოპოზიციას თავიდან აერიდებინა.

ნიკა მელიას საპყრობილედან გამოსვლის შემდეგ რატომ არ უნდა შემოვიდნენ პარლამენტში?! სწორი როგორ მიმაჩნია? - სწორი არის, რომ უნდა შევიდნენ პარლამენტში. პირველსავე დღიდან ყველაფერი ამას მოასწავებდა, უბრალოდ ვფიქრობ, რომ ორკვირიანი ნერვების წყვეტა შეიძლებოდა თავიდან აგვერიდებინა. აუცილებლად შევხვდები ნიკა მელიას. მე ვფიქრობ, რომ ოპოზიციურ ფლანგზე უნდა ვითანამშრომლოთ. იმედი მაქვს ის გინების რიტორიკა, რომელიც ამ ორი კვირის განმავლობაში იყო, პრეისტორიულ წარსულს ჩაბარდება, ცოტა გავიზრდებით პოლიტიკურად, კულტურა მოგვემატება, რომ ერთმანეთის განსხვავებულ აზრს პატივი ვცეთ“, - განაცხადა ვაშაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს