ადვოკატი - ნიკა მელიას პოლიტიკური ტყვეობა რამდენიმე წუთში დასრულდება

რამდენიმე წუთში დასრულდება ნიკა მელიას პოლიტიკური ტყვეობა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიაადვოკატმა გიორგი კონდახაშვილმა სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა.

ადვოკატის თქმით, მათი პოზიცია უცვლელია - ნიკა მელია არის უკანონო პოლიტიკური პატიმარი.

"რამდენიმე წუთში დაიწყება პროცესი. მოლოდინი გვაქვს იმის, რომ რამდენიმე წუთში დასრულდება ნიკა მელიას პოლიტიკური ტყვეობა. მისმა შეუპოვარმა ბრძოლამ, პრინციპულობამ და ჩვენმა მეგობრებმა ევროკავშირის, აშშ-ის ძალისხმევით, ხელისუფლება გახადა იძულებული, რომ წერტილი დაუსვას ამ სიგიჟეს, რომელიც დაკავშირებული იყო ოპოზიციის ლიდერის პოლიტიკურ ტყვეობასთან. ეს რამდენიმე წუთში დასრულდება. უბრალოდ, რაც სასამართლოში ხდება ეს არის ჩვეულებრივად პოლიტიკური გადაწყვეტილების გაფორმება, ანუ როგორც მოხდა თავის დროზე პოლიტიკური აქტით მელიას დატყვევება, რამდენიმე წუთში სწორედ ასე პოლიტიკური გადაწყვეტილებით იგი გათავისუფლდება.

ჩვენი პოზიცია არის უცვლელი როგორც იყო თვეების განმავლობაში, ნიკა მელია არის უკანონო პოლიტიკური პატიმარი. იგი საერთოდ არავითარი აღკვეთის ღონისძიების ქვეშ არ უნდა იყოს" , - განაცხადა კონდახიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელია 23 თებერვალს, სპეციალური დანიშნულების რაზმმა პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანა.

ნიკა მელიას გირაოს თანხა - 40 000 ლარი ევროკავშირმა 8 მაისს გადაიხადა. აღნიშნული თანხა „ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის“ (European Endowment for Democracy) გამოყო და ხელისუფლებას "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" გადასცა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა