პროკურორი - შუამდგომლობით მოთხოვნილია ნიკა მელიას პატიმრობის შეცვლა გირაოთი - არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ნიკანორ მელიას პატიმრობა ჩვენი თვითმიზანი არასდროს ყოფილა

შუამდგომლობით მოთხოვნილია ნიკა მელიას პატიმრობის შეცვლა გირაოთი. კერძოდ, გირაო ჩვენს შუამდგომლობაში 40 000 ლარის ოდენობით ფიგურირებს, - ამის შესახებ ნიკა მელიას საქმის პროკურორმა ამირან გულუაშვილმა პროცესის დაწყების წინ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ნიკა მელიას პატიმრობა ბრალდების მხარის თვითმიზანი არასდროს ყოფილა.

„ჩვენ შეთავაზების შესაბამისად გუშინ მივმართეთ თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით. შუამდგომლობით მოთხოვნილია ნიკა მელიას პატიმრობის შეცვლა გირაოთი. კერძოდ, გირაო 40 000 ლარის ოდენობით ფიგურირებს ჩვენს შუამდგომლობაში.

ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ნიკანორ მელიას პატიმრობა ჩვენი თვითმიზანი არასდროს ყოფილა. ამასთან, ერთ მნიშვნელოვან გარემოებაზე მინდა ყურადღების გამახვილება, 25 თებერვლის შეთავაზების შემდგომ არაერთხელ მოისმინეთ ადვოკატებისგან, ასევე ბრალდებულისგან, რომ პროკურატურის შეთავაზება სამართლებრივ მოცემულობას არ შეესაბამება, თუმცა 8 მაისს ყველამ ნახეთ, რომ ეს არა თუ შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობასთან, ძალიან მარტივად განხორციელებადი იყო ტექნიკურად”, - განაცხადა გულუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა