ადვოკატი - ნიკა მელია დაუყოვნებლივ გათავისუფლდება

ნიკა მელია დაუყოვნებლივ გათავისუფლდება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა ჟურნალისტებთან სასამართლოს მიერ ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ნიკა მელია საპატიმროს დაახლოებით ერთ საათში დატოვებს.

„სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, ნიკა მელიასთვის გამოყენებული პატიმრობა შეცვლილიყო გირაოთი. არ იქნა გათვალისწინებული ჩვენი პოზიცია, რომ არ გამოყენებულიყო საერთოდ აღკვეთი ღონისძიება.

რაც შეეხება გათავისუფლების პროცედურას, სასამართლო ამ გადაწყვეტილებას გადააგზავნის, შესაბამისად ნიკა მელია დაუყოვნლებლივ გათავისუფლდება. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსრულებას ექვემდებარება, უბრალოდ, ბიუროკრატიულმა პროცესებმა შესაძლოა, გარკვეული დრო წაიღოს, ნახევარი, ან ერთი საათი“, - აცხადებს საძაგლიშვილი.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ნინო ჩახნაშვილის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 40 000-ლარიანი გირაოთი შეიცვალა. სხდომას არ ესწრებოდა თავად ბრალდებული ნიკა მელია, ვინაიდან ის სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე მოსამართლის გადაწყვეტილებით გაძევებულია.

სასამართლოს მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს