გიორგი რურუა - ნიკა მელიას გამოსვლა ოპოზიციის შიგნით სიტუაციას დააწყნარებს და ვფიქრობ, პოლიტიკური ცხოვრება პარლამენტის შიგნით უნდა გადავიდეს

ნიკას მელიას როლი პოლიტიკაში განსაკუთრებულია და მე, როგორც მოქალაქე, იმედს ვამყარებ, რომ ის დადებით როლს ითამაშებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "მთავარი არხის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, გიორგი რურუამ თბილისის საქალაქო სასმართლოსთან განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პარლამენტს გარეთ მყოფი ოპოზიციის ნაწილი პარლამენტს უნდა დაუბრუნდეს.

"ევროკავშირმა, როგორც ჩვენმა მეგობარმა ორგანიზაციამ თანხა გადაიხადა, ასე ჩათვალა საჭიროდ და მე ამას მივესალმები. მინდა ევროკავშირის წარმომადგენლობას დიდი მადლობა ვუთხრა, იმისთვის, რაც გააკეთეს - ამ დაპირისპირებაში ძალიან დადებითი როლი ითამაშეს.

ნიკა, როგორც განსხვავებული უნარების მქონე პოლიტიკოსი გამოვა, ვფიქრობ, მისი გამოსვლა ოპოზიციის შიგნით სიტუაციას დააწყნარებს და ალბათ, ვფიქრობ, დანარჩენი პოლიტიკურო ცხოვრება პარლამენტის შიგნით უნდა გადავიდეს, როგორც ჩვენი უცხოელი მეგობრები გვირჩევენ. დოკუმენტს ყველა უნდა დათანხმდეს, "ევროპული საქართველოც", ბატონი შალვა ნათელაშვილიც, ქალბატონი თაკო ჩარკვიანიც.

მე მგონი, ყველა ვთანხმდებით, რომ ნიკას როლი პოლიტიკაში განსაკუთრებულია და მე, როგორც მოქალაქე იმედს ვამყარებ, რომ დადებით როლს ითამაშებს",- განაცხადა რურუამ.

კითხვაზე, თუ როგორ შეაფასებდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ ის იწყალებდა რურუას, თუმცა, პოლიპატიმრად არ მიიჩნევდა, რურუამ უპასუხა, რომ

პრეზიდენტის ამ განცხადებას "ჩვეულებრივად აფასებს და რომ არ სწყენია არაფერი".

იხილეთ ვიდეო:გიორგი რურუას განცხადებით, ნიკას მელიას როლი პოლიტიკაში განსაკუთრებულია და ის დადებით როლს ითამაშებს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო