ანრი ოხანაშვილი - ევროკავშირმა სააკაშვილს ხელიდან წაგლიჯა რუსული სცენარის განხორციელების შესაძლებლობა და გადაიხადა გირაო

ნიკა მელიას გათავისუფლებას რაც შეეხება, ასე მთავრდება ხოლმე ზედმეტი ბაქიბუქი სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის შესაბამისად,- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რითაც სასამართლოს მიერ ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

როგორც ოხანაშვილმა განმარტა,ევროკავშირმა სააკაშვილს ხელიდან წაგლიჯა, რუსული სცენარის განხორციელების შესაძლებლობა.

“ყველა ვუყურებდით, რომ ნიკა მელია ბაქიბუქობდა ვერ დაიჭერდნენ და დააკავეს. ამბობდა იმას, რომ გირაოს არ მიიღებდა. ევროკავშირმა სააკაშვილს ხელიდან წაგლიჯა რუსული სცენარის განხორციელების შესაძლებლობა და გადაიხადა გირაო. მოუწია ზედმეტი ბაქიბუქის გარეშე გირაოს მიღება. შემდგომ ნაბიჯი იქნება ამნისტიაზე იტყვის, რომ გავრცელდეს მასზე.

რაც არ უნდა სპეკულაციას ცდილობდნენ ეს ჯგუფები საქმე გვაქვს შემდეგნაირად - ევროკავშირმა სააკაშვილს არ მისცა რუსული დესტაბილიზაციის სცენარის განხორციელების შესაძლებლობა, ვინაიდან გადაიხადა გირაო და ინსტრუმენტი, რომელიც, მელიას საშუალებით სურდა სააკაშვილს რუსული სცენარი განეხორციელებინა, აღკვეთა. საერთოდ არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს ევროკავშირისთვის არც „ნაციონალური მოძრაობა“ და არც ნიკანორ მელია“,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, პოლიტპატიმრები არ ჰყოლია საქართველოს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში და არც ეყოლება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა