სამხრეთ აფრიკა „ბორჯღალოსნებს“ ორ მატჩიან ტესტ სერიაში უმასპინძლებს

მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, სამხრეთ აფრიკა ივლისში „ბორჯღალოსნებს“ ორ მატჩიან ტესტ სერიაში უმასპინძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სამხრეთ აფრიკასთან ტესტ-მატჩები 3 და 10 ივლისს გაიმართება. თავის მხრივ, სამხრეთ აფრიკაში გამგზავრებამდე „ბორჯღალოსნები“ 26 ივნისს რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნით მატჩს გამართავენ და ბელგია-ნიდერლანდებს შორის გამარჯვებულს უმასპინძლებენ.

3 და 10 ივლისს სამხრეთ აფრიკასთან ტესტ-მატჩების შემდეგ, შინ მობრუნებული „ბორჯღალოსნები“ 17 ივლისს შოტლანდიას უმასპინძლებენ. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველო ზაფხულში ზედიზედ სამ ტესტ-მატჩს გამართავს ტიერ1-ის ნაკრებებთან.

„ესაა პირველი შემთხვევა, როდესაც სამხრეთ აფრიკას მსოფლიო თასს მიღმა შევხვდებით. აქამდე „ბოკეს“ ერთადერთხელ, 2003 წლის მსოფლიო თასზე ვეთამაშეთ. მეტოქემ 46:19 მოიგო, საქართველომ კი მსოფლიო თასზე პირველი ლელო (დავით დადუნაშვილი) გაიტანა.

2019 წლის 2 ნოემბერს, სამხრეთ აფრიკამ მესამედ მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული და ამ რანგში, თავის პირველ მატჩს სწორედ საქართველოსთან გამართავს. „ბორჯღალოსნები“ აფრიკას შარშან ზაფხულში უნდა წვეოდნენ, მაგრამ მაშინ ეს თამაში კოვიდ-პანდემიამ ჩაშალა. ქურციკებს საქართველოსთან რკენის წყურვილი არ განელებიათ და „ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების“ ტურნემდე, მოსამზადებლად საქართველოსთან ორი ტესტ-მატჩი დაგეგმეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

იოსებ ბარათაშვილი - მოვლენები მიმდინარეობს არა ხელისუფლების, არამედ მიხეილ სააკაშვილის სცენარით
ქართული პრესის მიმოხილვა 29.11.2021
მარინა კალიურანდი - დიახ, არჩევნებით საქართველომ დემოკრატიის ტესტი ჩააბარა, გადააბიჯა დემოკრატიულობის ზღურბლს, მაგრამ არის კითხვა, რამდენად გსურთ მხოლოდ ზღურბლს გადააბიჯოთ
შეიძინე Samsung-ის სმარტფონი მხოლოდ ოფიციალური ჰოლოგრამით და ჩაერთე Trade-In აქციაში
„სიმეტრია პარკი“ ოქროყანაში - თბილისს მალე ახალი ჯანსაღი საცხოვრებელი გარემო შეემატება
ჰუალინგის თავისუფალმა ინდუსტრიულმა ზონამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
„თქვენს გზავნილზე ახალი საჩუქარია“ - ლიბერთი საერთაშორისო ფულად გზავნილებზე ახალი კამპანიას იწყებს
„კარფურისა“ და „FinExCoop“ მიერ ორგანიზებული „კარტოფილის ფესტივალი“ - ადგილობრივი ფერმერების მხარდასაჭერად
განსაკუთრებული ტექ-ინვესტორი საქართველოში - GAABU-ს ახალი წევრი და ტექნოლოგია, რომელიც ცვლის ტელეკომუნიკაციის სამყაროს მომავალს