იაგო კაჭკაჭიშვილი - ნიკა მელია ნაკლები პოლიტიკური დანაკარგებით გამოვიდა ციხიდან - მას აქვს გარკვეული ზეპარტიული ლიდერის შარმი, გამოდის უფრო საშიში!

ნიკა მელია ნაკლები პოლიტიკური დანაკარგებით გამოვიდა ციხიდან. მას აქვს გარკვეული ზეპარტიული ლიდერის შარმი, გამოდის უფრო საშიში, - ამის შესახებ სოციოლოგმა იაგო კაჭკაჭიშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ნიკა მელიასთვის ზეპარტიული ლიდერის შარმი მისთვის გარკვეული გამოწვევაცაა, რადგან შესაძლოა, ოპოზიციაში დაპირისპირებულ მხარეებთან მედიატორის როლის თამაში მოუწიოს.

„ქართულ ოცნებას“ ნიკა მელიას დაკავება რამდენად ძვირი დაუჯდება, ამაზე რამის თქმა ძნელია, მაგრამ ნიკა მელია ციხიდან მხარდაჭერილი გამოდის, ვიდრე მანამდე იყო. ეს ყველაფერი მას ქულებს მოუტანს. ის გამოდის ევროსტრუქტურების მიერ მხარდაჭერილი პოლიტიკოსი, რაც რეპუტაციას უდავოდ უძლიერებს. ნიკა მელია ნაკლები პოლიტიკური დანაკარგებით გამოვიდა ციხიდან, თანაც არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, მას ასევე აქვს გარკვეული ზეპარტიული ლიდერის შარმი. გამოდის უფრო საშიში, მაგრამ ეს ზეპარტიული ლიდერის შარმი ნიკა მელიასთვის გარკვეული გამოწვევაცაა, რადგან შესაძლოა, მოუწიოს ოპოზიციის დაპირისპირებასთან მედიატორის როლის თამაში“, - განაცხადა კაჭკაჭიშვილმა.

ამასთან, როგორც კაჭკაჭიშვილმა აღნიშნა, ნიკა მელიას დაკავებით მმართველმა გუნდა სერიოზული შეცდომა დაუშვა, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის თავისუფლების შეზღუდვამ ოპოზიციური ფლანგი გამოაცოცხლა, „მეორე სუნთქვა“ ჩაბერა.

"მისმა დაკავებამ აჩვენა, რომ „ქართული ოცნება“ ყველანაირი ხერხით ცდილობდა მნიშვნელოვანი პოლიტიკური ლიდერების თითიდან გამოწოვილი ბრალდებით დაეკავებინა. ნიკა მელიას დაკავება პოლიტიკური მოწინააღმდეგის განეიტრალება, ძალაუფლების გამყარების მცდელობა იყო. ეს გააკეთა კიდეც “ქართულმა ოცნებამ“, მაგრამ მეორე მხრივ ნიკა მელიას გამოშვებამ აჩვენა, რომ ოპოზიციის აქტიურობამ შედეგი გამოიღო და აჩვენა, რომ ევროკავშირის სტრუქტურების სერიოზული ჩარევა ხელისუფლებას ავტორიტარიზმის მადას უკვეცავს. რასაკვირველია, ეს „ქართული ოცნების“ შეცდომა იყო. პრინციპში, ნიკა მელიას დაპატიმრებით ოპოზიციური ფლანგი გამოცოცხლდა, "მეორე სუნთქვა" მიიღო", - აღნიშნა მან.

კაჭკაჭიშვილმა ასევე მიმდინარე 6-თვიანი პოლიტიკური კრიზისიც მიმოიხილა და აღნიშნა, რომ ამ დროისთვის როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიცია დასუსტებულია.

„ხელისუფლებაც და ოპოზიციაც დაასუსტა ამ პროცესმა, მათ გარკვეული დანაკარგები აქვთ. „ქართული ოცნების“ ძირითადი დანაკარგია, რომ მას გახარია გამოეყო. ოპოზიციურ ფლანგზე მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა ოპოზიციურმა პარტიამ ერთიანი სხეული ვერ შეინარჩუნა და თუ არ დაიშალა, მნიშვნელოვნად დასუსტდა“, - განაცხადა სოციოლოგმა.

კაჭკაჭიშვილმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის განცხადებებიც შეაფასა, რომელიც პოლიტიკურ სცენაზე შესაძლო მესამე ძალის ჩამოყალიბებას მოიცავს და აღნიშნა, რომ აჭრელებული პოლიტიკური სივრცე ერთმნიშვნელოვნად კარგია.

გიორგი ვაშაძის განცხადებები შეიძლება ხისტად ჩანს, მაგრამ მიმართულება სწორია. ეს არის პოლიტიკური ალტერნატივის გაჩენა „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ მიღმა. აჭრელდა პოლიტიკური სცენა, რაც ერთმნიშვნელოვნად კარგია“, - განაცხადა კაჭკაჭიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა