ნიკა მელია - ბრძოლის გამარჯვების გვირგვინი მე ვერანაირად ვერ ვიქნები, რადგან პოლიტიკური ციხე დავტოვე - სამწუხაროდ, კიდევ ვიღაც მოხვდება ამ ციხეში

ამ ბრძოლის გამარჯვების გვირგვინი მე ვერანაირად ვერ ვიქნები, რახან ეს პოლიტიკური ციხე დავტოვე, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ რუსთავის საპყრობილის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მელიამ აღნიშნა, თუკი, ოპოზიცია დინამიური იქნება, ბრძოლის მუხტი გაიზრდება.

„ჩემი ღრმა რწმენით, პერიოდულად გვავიწყდება, რა დაუნდობელ მოწინააღმდეგეს ვებრძვით. დარწმუნებული ვარ, მე არ ვარ ბოლო პოლიტიკური პატიმარი, სანამ ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაშია. თუ ოპოზიცია აქტიურები და დინამიურები ვიქნებით, ბრძოლის მუხტი გაიზრდება. სამწუხაროდ, კიდევ ვიღაც მოხვდება ამ ციხეში“,- განაცხადა ნიკა მელიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა