გიორგი ვაშაძე - შევთანხმდით, რომ არჩევნებში მონაწილეობა ძველი პირადობის მოწმობებით აღარ იქნება, იქნება მხოლოდ ID ბარათებით

„სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, კაჭრეთში შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი პოლიტიკური პარტიების შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ ID ბარათის მეშვეობით იქნება შესაძლებელი.

მისივე თქმით, ამომრჩეველი ძველი პირადობის მოწმობებით არჩევნებში მონაწილეობას ვერ შეძლებს.

„კონკრეტული შედეგი შემიძლია გითხრათ, რაზეც უკვე შევთანხმდით კიდეც, ეს არის, რომ ძველი პირადობის მოწმობებით არჩევნებში მონაწილეობა აღარ იქნება, ანუ მხოლოდ ID ბარათებით იქნება, რაც ვფიქრობ არის ძალიან მაგარი მიღწევა, უკვე რაც გვაქვს. ეს არის ერთი საათის მუშაობის შედეგად. ტექნოლოგიური საკითხები გავცვალეთ თავიდან ბოლომდე და სამუშაო ჯგუფი ამაზე გადავა”,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს