იაგო ხვიჩია - ნიკა მელიასთან შეხვედრა მოგვიწევს - ჩვენი შეხვედრის სეირის მომლოდინეს იმედი გაუცრუვდება, არ ვართ მაგ ხასიათზე

ნიკა მელიასთან შეხვედრა მოგვიწევს და კარგი იქნება თუ ეს პარლამენტში მოხდება - კომფორტული სათანამშრომლო ხალხი ვართ , - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, ხომ არ გეგმავს ნიკა მელიასთან შეხვედრას და კონსულტაციებს.

ხვიჩია იმედოვნებს, რომ მშვიდად მუშაობის საშუალება მიეცემათ.

„კონსულტაციები მგონი, არ არის სწორი სიტყვა. ზოგადად შეხვედრა მოგვიწევს ბატონ ნიკა მელიასთანაც და კარგი იქნება თუ ეს შეხვედრა პარლამენტში მოხდება. თუ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შემოვა ბუნებრივ გარემოში მოგვიწევს დალაპარაკება.

გარკვევას რაც შეეხება, ვის რა უნდა და რას აპირებს, ჩვენ ყველაფერი გარკვეული გვაქვს, ყველა კითხვაზე, რას ვაპირებთ, რა გვინდა - პასუხი გვაქვს. ამიტომ ველოდებით კოლეგებს, რომლებიც ახლა ეძებენ ამ კითხვებზე პასუხს. როცა მოიფიქრებენ, გაარკვევენ, რა უნდათ, რა მიზნები აქვთ, რისთვის შემოდიან პარლამენტში, ჩვენ კომფორტული სათანამშრომლო ხალხი ვართ იმ ხალხისთვის, რომელმაც იცის რა უნდა. ჩვენი პრობლემა ის ხალხია, რომელმაც არ იცის რა უნდა. მერე ჩვენთან გადმოდიან ხოლმე შარზე. იმედია, ეს მორჩება და ჩვენ მშვიდად შეგვეძლება მუშაობის გაგრძელების საშუალება ყველასთან, როგორც ხელისუფლებასთან, ასევე ოპოზიციასთან“, - განაცხადა ხვიჩიამ.

მისივე თქმით, მისი, მისი მეგობრების და ნიკა მელიას შეხვედრა ნებისმიერ შემთხვევაში მოხდება და „ერთმანეთს ხომ ვერ დაემალებიან“.

იაგო ხვიჩიას განცხადებით, მათი და ნიკა მელიას შეხვედრის მომლოდინე მედიას იმედი გაუცრუვდება, რადგან სეირის ხასიათზე არ არიან.

„მე არც ნიკა მელიას განცხადება ჩამითვლია მუქარად, უბრალოდ, „საქმეს გაურკვევლად არ დავტოვებ“ , ასე ჩავთვალე. საქმის გაურკვევლად დატოვება არც ჩვენ გვინდა. ამიტომ მგონი, მედიას, ჩვენი შეხვედრის სეირის მომლოდინეს იმედი გაუცრუვდება. ჩვენ არ ვართ მაგ ხასიათზე“, - აღნიშნა მან.

ხვიჩიას თქმით, საჭიროა ცივილურ ურთიერთობაზე შეთანხმება.

„ოპოზიციის დიდი ნაწილი ჩვენზე გაბუტულია, ჩვენც არ ვართ მაინცადამაინც კმაყოფილები მათი ბოლო პერიოდის ქმედებებით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ცივილური ურთიერთობა არ უნდა გვქონდეს“, - განაცხადა ხვიჩიამ და დასძინა: „ეგეთი კითხვები რომ არ გაჩნდეს, დამპატიჟებენ, თუ არა „ლელოს“ ოფისში. ვინმეს რომ არ ეგონოს, რომ შეჭრა მინდა „ლელოს“ ოფისში და „ლელოს“ წარმომადგენლები არ მიშვებენ. ამისთვის ჩვენ გვჭირდება ცივილურ ურთიერთობაზე შეთანხმება“.

ხვიჩია აცხადებს, რომ „ამ შეთანხმებას აპირებს ნიკა მელიასთანაც და „ლელოს“ ლიდერებთანაც“.

ზაზა ფირალიშვილი - სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკური სპექტრი და უბრალო ადამიანები განსხვავებულ სამყაროებში ცხოვრობენ, ვფიქრობ, ეს არის სერიოზული პოლიტიკური, უფრო მეტიც, საზოგადოებრივი კრიზისის ნიშანი
ქართული პრესის მიმოხილვა 14.06.2021
კარლ ჰარცელი - მჯერა, რომ 19 აპრილის შეთანხმებით, სულ მცირე, კრიზისის ეს თავი დაიხურა - საბოლოო ჯამში, ეს ახალი ეპოქის დასაწყისია
ლექსუს თბილისი  ევროპის 300 დილერს შორის საუკეთესო ათეულში მოხვდა და უკვე ზედიზედ მეორედ  მიიღო კლიენტთა გამორჩეული მომსახურებისთვის დაწესებული LEXUS KIWAMI-ის უმნიშვნელოვანესი ჯილდო
PSP და MASTERCARD განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობას მომხმარებელი უკვე დღეიდან შეძლებს
მნიშვნელოვანი წვლილი ქართული ეკონომიკის განვითარებაში: „კარფური“ 10 უმსხვილეს ინვესტორს შორის