დავით ზალკალიანი ჩრდილოეთ მაკედონიასთან სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე - კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩენს საქართველოს მიერ საერთაშორისო ასპარეზზე გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებს

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელ Twitter-ში საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ შეთანხმების ხელმოწერას ეხმაურება.

ზალკალიანის განცხადებით, კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩენს საქართველოს მიერ საერთაშორისო ასპარეზზე გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებს.

"მიხარია, რომ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან სულ რაღაც ორი წლის შემდეგ საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის ხელი მოეწერა სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ შეთანხმებას. ეს ნამდვილად ძალიან კარგი შესაძლებლობაა ჩვენს მეგობრულ სახელმწიფოებს შორის კავშირების გაძლიერებისთვის და ის კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩენს საქართველოს მიერ საერთაშორისო ასპარეზზე გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებს", - აღნიშნულია მინისტრის მიმართვაში.

10 მაისს, ჩრდილოეთ მაკედონიაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და მისმა კოლეგამ სტევო პენდაროვსკიმ, ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ორი ქვეყნის მოქალაქეებს, როგორც საქართველოში, ისე ჩრდილოეთ მაკედონიაში მოგზაურობისას სავიზო რეჟიმისგან ათავისუფლებს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს