შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე 1 პირი დააკავა.

უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული მ. ტ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა ტარების ბრალდებით, თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზაზე დააკავეს. დანაშაული კი 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოიღეს: ქარხნული წესით დამზადებული, „NORINCO MODEL 213“ მოდელის პისტოლეტი, ასევე, ამავე იარაღისათვის განკუთვნილი, ქარხნული წესით დამზადებული 8 ცალი ვაზნა. ხოლო, მისი კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია: ტოკარევის „TT” კონსტრუქციის პისტოლეტი, და ამავე იარაღისათვის განკუთვნილი, 8 ცალი საბრძოლო ვაზნა.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა ტარების ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით“, - აღნიშნავენ უწყებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა