გიგი უგულავა - ძიუდოისტი დამეცა თავზე აეროპორტში და შემდეგ აღმოჩნდა, რომ მე ვცემე - ამას ჰქვია „ძიუდოისტი ჩამიდეს“

ძიუდოისტი დამეცა თავზე აეროპორტში და შემდეგ აღმოჩნდა, რომ მე ვცემე, ამას ჰქვია „ძიუდოისტი ჩამიდეს“, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა გიგი უგულავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ მის საქმეზე სასამართლო პროცესის ჩანიშვნასთან დაკავშირებით განაცხადა.

უგულავას განცხადებით, ეს არის მერვე საქმე, რომელიც მის წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში აღძრეს, რაც არსებულ მართლმსაჯულების სისტემაზე მეტყველებს.

„ვსაუბრობთ პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულებაზე და ეს კლასიკური შემთხვევაა. ეს კაცი მომიგზავნეს, შემდეგ მისი ცემა დამაბრალეს და ამის გამო პასპორტი ჩამომართვეს. მისი მოგზავნა იყო 20 ივნისთან დაკავშირებული, როდესაც ივანიშვილმა და გახარიამ დათვის ტყვიები ისროლეს, მხოლოდ ერთ რამეს იმსახურებდნენ, ეს იყო გინება. არის მომენტები როდესაც ან უნდა იყვირო, ან უნდა შეაგინო. მუხლი მძიმე არ არის, ამნისტირებული მუხლიც არის, უბრალოდ იმ ძიუდოისტი კაცის თანხმობა არის საჭირო, რომ მე მაპატიოს კანონმა. არ ვიცი რატომ აწყობთ ამის გახსენება, მგონი, ეს ივანიშვილის ტაქტიკაა, რომ დაგვღალოს და როდესაც უნდა დაგვიჭიროს. ეს არის მერვე საქმე, რომელიც ჩემს წინააღმდეგ არის აღძრული. შეიძლება ერთი-ორი შემეშალოს, მაღალ თანამდებობაზე ვიყავი და კი ბატონო, თუ გინდა დავისაჯო, მაგრამ როდესაც რვა საქმეს აღძრავ, ეს უკვე მეტყველებს შენს სისტემაზე და არა იმ ადამიანზე“, - აღნიშნა გიგი უგულავამ.

მისივე თქმით, ხელისუფლებასა და ხელმომწერ ოპოზიციას შორის გაფორმებული დოკუმენტით ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულება ვერ დასრულდება.

„მე არც კრიტიკულად ვარ განწყობილი და არც დამუნათებას ვაპირებ ვინმესას, თუმცა უნდა ვიყოთ გულწრფელები ჩვენი საზოგადოების მიმართ. თუ ვეტყვით, რომ ამ შეთანხმებით პოლიტიკური მართლმსაჯულება დასრულდება ქვეყანაში ამით მოვატყუებთ. ეს დოკუმენტი არის ზავი ბრძოლის წინ“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

ცნობისთვის, შემთხვევა თბილისის აეროპორტში 2019 წლის 11 დეკემბერს მოხდა. გიგი უგულავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ძალადობას გულისხმობს. მას ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის ცემას ედავებიან. გიგი უგულავასთან ერთად ბრალდებულია გავაშელიშვილის მეგობარი დავით პარკაძე, რომელსაც პოლიტიკოს გოკა გაბაშვილის ცემას ედავებიან.

იხილეთ ვიდეო: ძიუდოისტი დამეცა თავზე აეროპორტში და შემდეგ აღმოჩნდა, რომ მე ვცემე - ამას ჰქვია „ძიუდოისტი ჩამიდეს“

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო