ზაალ უდუმაშვილი - არ გამკვირვებია, რომ გიგი უგულავას საქმე წამოწიეს, არ გამოვრიცხავ, პოლიტიკური ლიდერების მიმართ კიდევ ახალი საქმეები გაცოცხლდეს - ეს ივანიშვილის მართვის სტილია

ნამდვილად არ გამკვირვებია, რომ გიგი უგულავას საქმე წამოწიეს, მე არ გამოვრიცხავ, რომ უახლოეს დღეებში პოლიტიკური ლიდერების მიმართ კიდევ ახალი საქმეები გაცოცხლდეს,- ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი პოლიტიკოს გიგი უგულავას საქმეზე, 13 მაისს სასასამართლო პროცესის ჩანიშვნას.

მისი თქმით, ეს ყველაფერი არის გზავნილი საერთაშორისო მეგობრების მიმართ, რომ „ივანიშვილი ისევ თავის სტილში მოქმედებს“.

„ეს პოლიტიკური საქმეები არც დასრულდება, ვიდრე არ შეიცვლება ეს ხელისუფლება და არ წავა ივანიშვილის რეჟიმი. ამ 9 წლის განმავლობაში, რაც ივანიშვილი არის ხელისუფლებაში მუდმივად ვუყურებთ, რომ პოლიტიკური დევნის მსხვერპლი არიან პოლიტიკური ლიდერები, მედია მფლობელები, მედია მენეჯერები და ეს პროცესი არ ჩერდება. ივანიშვილის სტილი არის, რომ ასე ხელში ეჭიროს მართლმსაჯულება და ამის მიხედვით მართოს პოლიტიკური პროცესები. ნამდვილად არ გამკვირვებია, რომ გიგი უგულავას საქმე წამოწიეს, მე არ გამოვრიცხავ, რომ უახლოეს დღეებში პოლიტიკური ლიდერების მიმართ კიდევ ახალი საქმეები გაცოცხლდეს. ეს არის ივანიშვილის მართვის სტილი. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ივანიშვილის რეჟიმი არის მილევად პროცესში და მისი მმართველობა მალე დასრულდება“, - აცხადებს უდუმაშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო