"ბარაქამ" აგრომაღაზია და ფერმერთა მომსახურების ცენტრები გახსნა - რას სთავაზობს კომპანია ფერმერებს

"ბარაქამ" ქსელური მაღაზიის პირველი ფილიალი და ფერმერთა მომსახურების ცენტრი ყვარელსა და მარნეულში გახსნა. აღნიშნული ნაბიჯით, კომპანია ფერმერებს უწყვეტ ზრუნვასა და მუდმივ უკუკავშირს სთავაზობს. კერძოდ, საუბარია, უმაღლესი ხარისხის სასუქებზე, სათესლე მასალებზე, მცენარეთა დაცვის საშუალებებსა თუ აგროტექნიკაზე, რომელიც მათ უხვმოსავლიანობას უზრუნველყოფს.

ამასთან აღსანიშნავია, რომ მომხმარებლებს ადგილზე პროფესიონალი აგრო-კონსულტანტებით დაკომპლექტებული ჯგუფი გაუწევს კონსულტაციას. გარდა ამისა, ორივე აგრომაღაზიის გახსნასთან დაკავშირებით, მაისის ბოლომდე მომხმარებლები პირველი შენაძენისას 25 – 150 ლარამდე ვაუჩერით დასაჩუქრდებიან, რომლითაც სასუქების, სათესლე მასალისა ან პესტიციდების შეძენას შეძლებენ.

"ბარაქა" არის ახალგაზრდა პროფესიონალთა გუნდი, რომელიც უკვე 4 წელია სასოფლო-სამეურნეო სფეროს განვითარებისთვის იღწვის. კომპანია ფერმერებს აგროსერვისების სრულ სპექტრს სთავაზობს და მათი მოსავლის ბარაქიანობაზე, დათესვიდან მოსავლის აღებამდე ზრუნავს. მეტიც, კომპანიის სერვისებით უკვე არაერთი მსხვილი, საშუალო თუ მცირე ფერმერი სარგებლობს.

იმისთვის, რომ „ბარაქა“ კიდევ უფრო მეტად დაეხმაროს ფერმერებს ცოდნის გაღრმავებასა და ინოვაციური მიდგომების დანერგვაში, კომპანიამ ინვესტიციის სახით 2 მლნ ლარი გამოყო. პროექტის ფარგლებში, "ბარაქამ" აგრონომების ახალი თაობის აღზრდა დაიწყო. გარდა იმისა, რომ ახალგაზრდა აგრონომებს ყოველდღიურ რეჟიმში თეორიული და პრაქტიკული ლექციები უტარდებათ, ისინი ასევე იღებენ მონაწილეობას მსხვილი მეურნეობების სამუშაოებში, "ბარაქას" სამეცნიერო აგრო-კონსულტანტებთან ერთად.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, მალე "ბარაქას" მაღაზიები საქართველოს სხვადასხვა რეგიონშიც გაიხსნება. უახლოეს პერიოდში კი, ზუგდიდში წარმოდგენილი იქნება უმაღლესი ხარისხის აგროპროდუქცია, რომლითაც კომპანიას ამერიკული, იაპონური და ევროპული ბრენდები ამარაგებენ.

რაც შეეხება პროდუქციის ეფექტიანობას, თითოეული მათგანი უკვე გამოცდილია საცდელ მეურნეობებზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ხარისხი პრაქტიკულადაა დადასტურებული.

აქვე აღსანიშნავია, რომ "ბარაქა" არსებული უპირატესობებით არ კმაყოფილდება და მუდმივად სიახლეების ძიებაშია. მეცნიერული მიდგომებით, კომპანია სფეროში ინოვაციების შემოტანას ყოველდღიურად ცდილობს, საცდელი მეურნეობის დახმარებით კი, ამ ინოვაციების ეფექტურობასა და უსაფრთხოებაში რწმუნდება.

როგორც "ბარაქაში" განმარტავენ, კომპანია საკუთარი შესაძლებლობების არეალის გაფართოებით, მუდმივად ცდილობს ფერმერებს სამომავლო მიზნების მიღწევაში, ხოლო, ქვეყანას სასოფლო-სამეურნეო სფეროს განვითარებაში დაეხმაროს.

ბარაქას აგრომაღაზიის სასაჩუქრე ვაუჩერების მისაღებად დაგვიკავშირდით:

ყვარელი - 571 433 433

მარნეული - 595 905 591

https://www.youtube.com/watch?v=nRAq5B7_DWs

(R)

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
BTU სტუდენტებისთვის საგრანტო ფონდს ქმნის
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა