გიგი უგულავა გიორგი ვაშაძეზე - მას აქვს ქიმიოთერაპიული გზა არჩეული, რომ ერთიანი დიდი „ნაცსხეულიდან“ ქიმიოთერაპიული მეთოდით ამოიკვეთოს თავი, რაც მას დააზიანებს

მას აქვს ქიმიოთერაპიული გზა არჩეული, რომ ერთიანი დიდი „ნაცსხეულიდან“ ქიმიოთერაპიული მეთოდით ამოიკვეთოს თავისი თავი, რაც მას დააზიანებს, - ამის შესახებ ამის შესახებ ოპოზიციონერმა გიგი უგულავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერ გიორგი ვაშაძეზე საუბრისას განაცხადა.

გიგი უგულავას განმარტებით, ე.წ. მესამე ძალის შეკოწიწება ვერ მოხდება, რადგან მესამე ძალა უნდა იყოს ყველა სხვა დანარჩენი, ვინც არ არის „ნაციონალური მოძრაობა“, რაც თეორიულად შეიძლება ლამაზად ჟღერდეს, თუმცა არ მოხდება და ვაშაძე საკუთარ თავს დაიზიანებს.

„ყოველგვარი ზღაპარია მესამე კანდიდატი, მესამე ებრძვის მეორეს და პირველს ქუსლამდეც ვერ მიწვდება. გიორგი ვაშაძე ჭკვიანი, გონიერი და აქტიური ადამიანია. გასაგებია მისი ამოცანა, მას აქვს ლეგიტიმური უფლება იყოს ნაწყენი მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობაზე“. მიუხედავად იმისა, რომ ხატია დეკანოიძე ჩემი მეგობარია მე და „ევროპულმა საქართველომ“ ისანში გიორგი ვაშაძეს დავუჭირეთ მხარი, რადგან მართალი იყო, მასაც აქვს უფლება თავისი იდენტობა გამოკვეთოს, თუმცა მას აქვს ქიმიოთერაპიული გზა არჩეული, რომ ერთიანი დიდი „ნაცსხეულიდან“ ქიმიოთერაპიული მეთოდით ამოიკვეთოს თავისი თავი, რაც მას დააზიანებს, როგორც ქიმიოთერაპია აზიანებს უჯრედებს. თუ იქნება დაქსაქსულობა ოპოზიცია პირველ ადგილზე ვერ გავა და თუ პირველ ადგილზე ვერ გადიხარ, გამარჯვებას ვერ ასხივებ.

გასაგებია, როდესაც დიდი პოლიტიკური სხეულის ნაწილი ხარ და შემდეგ გინდა ცალკე მოთამაშედ ჩამოყალიბდე, მუდმივად გაწუხებს ის „ბრენდი“. ის შენ აბსორბაციას გიკეთებს, მაგრამ ეს ის შემთხვევა არ არის, ვერანაირი მესამე ძალა ვერ შეკოწიწდება, იქით ფლანგზე გახარია და ახალი მოთამაშეები არიან. მაშინ, მესამე ძალა უნდა იყოს ყველა სხვა დანარჩენი, ვინც არ არის „ნაციონალური მოძრაობა“, ეს არ მოხდება. თეორიულად შეიძლება ლამაზად ჟღერდეს, თუმცა დაიზიანებს თავს და ღამურასავით აღმოჩნდება. ვინც განხიბლულია „ოცნებიდან“ გახარია და ვასაძე შეაკავებს, ის აქეთ არ გადმოვა“, - აღნიშნა გიგი უგულავამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა