ნიკა მელია - ყოველთვის იყო ძირითადი ბრძოლა ოპოზიციურ პარტიებს შორის, ხელისუფლება ხშირად გვავიწყდებოდა - ერთადერთი ერთობის შანსი 2020 წელს გვქონდა და ესეც ვერ განხორციელდა

ყოველთვის იყო ძირითადი ბრძოლა ოპოზიციურ პარტიებს შორის, ხელისუფლება ხშირად გვავიწყდებოდა - 2020 წელს, მაჟორიტარულ ოლქებში ერთობა რომ შემდგარიყო, ეს შექმნიდა საბრძოლო კლიმატს, გამარჯვების კამპანია გაჩაღდებოდა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ნიკა მელია განმარტავს, ოპოზიცია კოალიციურად უნდა წარსდგეს თბილისში, საზოგადოებამ წინასწარ უნდა იცოდეს ვინ იქნება დედაქალაქის მერი, ვიცე-მერი და რაიონის გამგებლები.

„რაც პოლიტიკურ პროცესში ვარ ჩართული, ერთობა არასდროს მინახავს ამ ქვეყანაში. არასდროს ყოფილა კანდიდატებს შორის თანხმობა. არც 2012 წელს, 2017 წელს დავხოცეთ პარტიებმა ერთმანეთი, 2018 წელს არ იყო არანაირი სახის ერთობა, მინიმალური ერთობა იყო. ერთადერთი ერთობის შანსი 2020 წელს გვქონდა და ესეც ვერ განხორციელდა. ხაზს ვუსვამ, სწორია ამის ხაზგასმა, სიმართლე ეს არის, „ევროპული საქართველო" იყო ერთადერთი მთავარი პარტია, ვინც 2020 წელს ითხოვდა მაჟორიტარულ ოქლებში ერთობას, ვერ მოხერხდა ეს ბევრი მიზეზის გამო. თბილისში მხოლოდ რამდენიმე ოლქში მოხერხდა ეს და საკმარისი არ აღმოჩნდა, გლდანშიც ვიხილეთ, რაც მოხდა.

2020 წელს, რომ შემდგარიყო ერთობა მაჟორიტარულ ოლქებში, ეს შექმნიდა საბრძოლო კლიმატს, გამარჯვების კამპანია გაჩაღდებოდა, ბრძოლის მუხტი აიწევდა, დღეს ხელისუფლებაში რეჟიმი აღარ გვეყოლებოდა. ამიტომ ჩვენ ან გავითვალისწინებთ ამ ნაკლოვანებებს, ან იგივე გზას დავადგებით. ყოველთვის იყო ძირითადი ბრძოლა ოპოზიციურ პარტიებს შორის, ხელისუფლება ხშირად გვავიწყდებოდა, იგივე მოხდება.

როგორ წარმოგიდგენიათ თბილისში მუნიციპალური არჩევნები. თბილისის საერთო მერობის კანდიდატის გარშემო კი არ უნდა იყოს ერთობა, ყველა წამყვანი პოზიციის დასახელება უნდა მოხდეს საზოგადოების წინაშე. მათ გარშემო უნდა მოხდეს გაერთიანება. ოპოზიცია კოალიციურად უნდა წარსდგეს თბილისში. საზოგადოებამ უნდა იცოდეს ვინ იქნება თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, თბილისის მერი, ვიცე-მერი, ყველა მოადგილე, რაიონის გამგებელი წინასწარ უნდა იყოს დასახელებული“,- განაცხადა მელიამ.

ნიკა მელიას თქმით, თუ ოპოზიცია ერთიანობას ვერ შეძლებს, ეს საერთო ბრძლისთვის საზიანო იქნება.

„საზოგადოების დიდ ნაწილს ეშინია და არ უნდა წაგებულის მხარეს აღმოჩენა. თუ მან არ დაინახა, რომ ოპოზიცია გაერთიანებულია, ბრძოლისთვის შემართებული და ურთიერთგატანისთვის მზად, ის ადამიანი ბრძოლაში არ ჩაერთვება. ვერ ვხედავ სხვაგვარად წარმატების მიღწევის შანსს“, - აცხადებს მელია.

ირაკლი მელაშვილი - საფრთხე იმისა, რომ ხელისუფლებისთვის ბრძოლა წინა პლანზე წამოვიდეს და ამან შეიწიროს ჩვენი ევროპული პერსპექტივა, ძალიან დიდია - არც ერთ აქტორს არ ეტყობა ქვეყანაში შემცირდეს პოლარიზაცია
ქართული პრესის მიმოხილვა 27.06.2022
გოგა მელიქიძე - საპენსიო ფონდი მნიშვნელოვან ზრდას განაგრძობს
"არქი" ოქროს ბრენდის გამარჯვებული გახდა
ისტორიული დღე ვატიკანში - პირველად, სიქსტის კაპელაში, ქართული გალობა გაისმა
კახა ოქრიაშვილი - ივანიშვილის ღარიბაშვილი ქართველი ხალხის 90%-ს დესტრუქციულ ძალას უწოდებს!
საერთაშორისო ფორვარდინგული კომპანია "ტეპკო" განცხადებას ავრცელებს
„მაგნიტის“ მეხუთე გათამაშებაში მოგებული 100 000 ლარი - რა გეგმები აქვს გამარჯვებულ ოჯახს
Bitnet – კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო დაფინანსება მოიპოვა
დომუსის ახალი, მზიანი და ნათელი საცხოვრებელი კომპლექსი გაზაფხულის ქუჩაზე
„სილქ როუდ ჯგუფი“ ბიზნესმენ ლევან კაჭარავას გარდაცვალებას ეხმაურება
პირველი კრიპტო POS-ტერმინალი საქართველოშია