ალეკო ელისაშვილი - "ნაცმოძრაობას" რევოლუცია უნდოდა და არ გამოუვიდა, არიან ახლა თავჩაქინდრულები, რაც უნდათ იკონსულტაციონ

"ნაციონალურ მოძრაობას" რევოლუცია უნდოდა და არ გამოუვიდა - არიან ახლა თავჩაქინდრულები, რაც უნდათ იკონსულტაციონ, - ასე ეხმიანება "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებას, რომ პარლამენტში შესვლის საკითხის ირგვლივ კონსულტაციები იქნება როგორც პარტიის შიგნით, ასევე არასაპარლამენტო და იმ პარტიებთანაც, რომლებმაც შარლ მიშელის შეთანხმებას ხელი მოაწერეს.

ელისაშვილის თქმით, აქტუალური არ არის საკითხი, შევა თუ არა "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში და რეალურად, მოსახლეობას სხვა პრობლემები აწუხებს.

"საერთოდ არ მაინტერესებს "ნაციონალურმა მოძრაობამ" რა კონსულტაციები დაიწყო. ფაქტია, რევოლუცია უნდოდათ, არ გამოუვიდათ და არიან ახლა თავჩაქინდრულები - ვითომ რაღაც კონსულტაციებს იწყებენ. რაც უნდათ იკონსულტაციონ. "ნაციონალები" შემოვლენ თუ არა, საერთოდ არ არის აქტუალური. დარწმუნებული ვარ, თვითონ "ნაციონალების" და ერთი ორი კინკილა ტელევიზიის გარდა არავის აინტერესებს შემოვლენ თუ არა,"- განაცხადა ელისაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა