გიგა ბოკერია - შეცდომა იყო შეთანხმების დიდ, ეროვნულ გარღვევად გამოცხადება, ეს ასე არ არის და სასამართლოში გიგი უგულავას საქმის გაგრძელება ამის დადასტურებაა

დიდი შეცდომა იყო ამ შეთანხმების დიდ, ეროვნულ გარღვევად გამოცხადება, ეს ასე არ არის და სასამართლოში გიგი უგულავას საქმის გაგრძელება ამის დადასტურებაა, - ასე ეხმაურება ,,ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია გიგი უგულავასთვის სასამართლო პროცესის ჩანიშვნას.

გიგა ბოკერიას შეფასებით, გიგი უგულავას პროცესის ჩანიშვნა არის შეხსენება ყველა ოპოზიციონერისთვის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კონცენტრირება ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებაზე.

„ეს შეხსენებაა ყველასთვის, მათ შორის ჩვენი პარტნიორებისთვის, ვისთანაც აზრთა სხვადასხვაობა გვქონდა, სად ვართ ჩვენ დღეს და რამდენად მნიშვნელოვანია კონცენტრირება ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებაზე წარსული შეცდომების გათვალისწინებით. ივანიშვილის რეჟიმის სპიკერებმა შეთანხმების ხელმოწერის დღესვე თქვეს, ყველა სხვა საქმეებს ვაგრძელებთო. შეცდომა იყო ამის წარმოჩენა, თითქოს რაღაც გარღვევა მოხდა. აქ რომ ყოფილიყო ეროვნული თანხმობის შანსი, წარსულის მიუხედავად მომავალზე, ეს სხვა საქმე იქნებოდა, თუმცა ასეთ შემთხვევასთან არ გვაქვს საქმე. ივანიშვილსი რეჟიმი არ აპირებს არსებითად არაფრის შეცვლას და ამის გათვალისწინებით უნდა ვიმოქმედოთ“, - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

მისივე ინფორმაციით, გამორიცხულია შეთანხმებაზე მათი პოზიცია შეიცვალოს და პოსტ-ფაქტუმ შეუერთდნენ, მაგრამ პარლამენტში შესვლის საკითხს ინსტიტუციურად, პარტიის პოლიტსაბჭოზე განიხილავენ.

„შეთანხმებაზე ჩვენი პოზიცია გამორიცხულია, რომ შეიცვალოს. ეს შეთანხმება უკვე მიღებულია და არასწორად მიგვაჩნია პოსტ-ფაქტუმ ამას შევუერთდეთ. იმიტომ არ შევუერთდით, რომ არ მიგვაჩნდა ჩვენი საზოგადოების ინტერესებისათვის შესაბამის დოკუმენტად. რაც შეეხება პარლამენტში შესვლის საკითხს, ამაზე ჩვენ ყოველთვის ინსტიტუციონალურად ვმსჯელობთ, პოლიტსაბჭოზე გვაქვს ამაზე დისკუსია.

ამ მომენტისთვის ოპოზიციური ამომრჩევლის ინტერესების გამომხატველი სპექტრის დიდი ნაწილი პარლამენტში არ არის. მე ვერ ვხედავ სარგებელს ჩვენი პოლიტიკური ძალის ამ პარლამენტში მონაწილეობისთვის. ამ ვითარებაში ეს არ არის სწორი ნაბიჯი მაგრამ ამაზე ვიმსჯლებთ პოლიტსაბჭოზე და საბოლოო გადაწყვეტილებას მოგახსენებთ“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო