სერგეი ლავროვის განცხადებით, პუტინსა და ბაიდენს შორის შეხვედრაზე მოსკოვს იარაღის კონტროლისა და უსაფრთხოების საკითხების განხილვა სურს

მოსკოვი ვაშინგტონს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შორის შესაძლო შეხვედრაზე იარაღის კონტროლისა და უსაფრთხოების საკითხების განხილვას სთავაზობს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

ლავროვის თქმით, მოსკოვი ორ ლიდერს შორის დაგეგმილ სამიტთან დაკავშირებით ვაშინგტონისგან პასუხს კვლავ ელოდება.

”პრეზიდენტი ბაიდენი და პრეზიდენტი პუტინი შეთანხმდნენ, რომ შეისწავლიან სტრატეგიული სტაბილურობის შესახებ დისკუსიებს შეიარაღების კონტროლისა და უსაფრთხოების საკითხებზე. ისინი ამ დისკუსიისთვის ემზადებიან,“- აღნიშნა ლავროვმა გაერო-ს ვირტუალურ კონფერენციაზე საუბრისას.

შეგახსენებთ, აპრილში ჯო ბაიდენმა რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინს მესამე ქვეყანაში შეხვედრა შესთავაზა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა