ხატია დეკანოიძე - ჩემი პირადი პოზიციაა, რომ საპარლამენტო საქმიანობის როგორც იარაღად გამოყენება, პარტიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება

ჩემი პირადი პოზიციაა, რაც იციან ჩემმა მეგობრებმა და ნიკა მელიამაც, რომ საპარლამენტო საქმიანობის როგორც იარაღად გამოყენება, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება პარტიისთვის, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი განმარტებით, კონსულტაციები ახლაც მიმდინარეობს პარტიის სამოქმედო გეგმაზე და საბოლოო გადაწყვეტილება რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

"ვფიქრობ, რამდენიმე დღეში ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომელიც საბოლოო ფორმით უნდა მიიღოს პოლიტსაბჭომ - შევა თუ არა პარლამენტში, გააგრძელებს თუ არა "ნაციონალური მოძრაობა" საპარლამენტო საქმიანობას. ჩემი პირადი პოზიციაა, რაც იციან ჩემმა მეგობრებმა და ნიკა მელიამაც, რომ საპარლამენტო საქმიანობის როგორც იარაღად გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება პარტიისთვის. ვნახოთ, როგორი იქნება გადაწყვეტილება,შევჯერდებით. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ახლა "ნაციონალურ მოძრაობაში" მივიღოთ რაციონალური გადაწყვეტილება და რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილს არ ვაჩვენოთ რაიმე სახის რყევა დიდ ოპოზიციური პარტიის რიგებში",- აცხადებს დეკანოიძე.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა